რომელი ტრანსპორტით ჯობია ბავშვთან ერთად მგზავრობა - რომელ ტრასპორტში რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
რომელი ტრანსპორტით ჯობია ბავშვთან ერთად მგზავრობა - რომელ ტრასპორტში რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
ბავშვებს უყვართ მოგზაურობა, ჩემოდნის ჩალაგების პროცესი, ზოგადად სიახლეები, მაგრამ რამდენად იტანენ მგზავრობას და როგორ უნდა მოიქცეს დედა, როცა ბავშვთან ერთად მგზავრობს, ეს სხვა საკითხია. განვიხილოთ რამდენიმე სიტუაცია, რათა მოულოდნელი შემთხვევისთვის მშობელი ასე თუ ისე მზად იყოს.

თუ მატარებლით მგზავრობთ
მატარებელი ერთ-ერთი ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ნელი ტრანსპორტია. მგზავრობისას ბავშვი რამეთი უნდა გაართოთ. საუკეთესოა სამაგიდო თამაშები, ფაზლი, ფანქრები და გასაფერადებლები, ზოგიერთ ბავშვს კითხვა უყვარს, თუ თქვენი შვილიც ასევეა, წაიღეთ რამდენიმე წიგნი. თუმცა,
თანამედროვე გაჯეტების წყალობით ბავშვი არსად მოიწყენს, თუ ყველა ზემოჩამთვლილი გასართობი მოსწყინდა, მობილური ან პლანშეტი მიეცით და საყვარელი თამაში ჩაურთეთ. თუ ვაგონში სხვა ბავშვებიც არიან, ისინიც აიყოლიეთ თამაშებში. ბავშვი თანატოლებთან ურთიერთობასაც შეეჩვევა.
მატარებლით მგზავრობისას, ბავშვის გართობის გარდა კიდევ ერთი საზრუნავი გაქვთ - ჰიგიენური ნორმების დაცვა. თუ პატარა ბავშვი გყავთ, უმჯობესია, საყოველთაო საპირფარეშოში არ შეიყვანოთ და ქოთანი გამოიყენოთ (მის გამოყენებამდე საზოგადოებას ბოდიში მოუხადეთ). თუ ხელების დაბანის საშუალება არაა, გამოიყენეთ სადეზინფექციო გელი. რაც შეეხება კვებას. მგზავრობისას თან წაიღეთ ისეთი საკვები, რომელიც დიდი ხანი ძლებს უმაცივროდ. არაფერი შეიძინოთ სადგურებზე მოვაჭრეებისგან და მით უმეტეს, არ აჭამოთ ბავშვს.

თუ ავტომობილით მგზავრობთ
5-7 წლამდე ბავშვებს ვესტიბულური აპარატი ჩამოუყალიბებელი აქვთ, ამიტომაც
აქანავებთ და ზოგჯერ გულისრევაც აქვთ. მგზავრობამდე, ერთი საათით ადრე ბავშვს მსუყედ აჭამეთ (ხორციანი მაკარონი, ხაჭო ხილით ან ფაფა). ნუ მისცემთ კანფეტებს, გაზიან სასმელებს, ნამცხვრებს, ისინი გულისრევას იწვევენ. მანქანით მგზავრობა უმჯობესია ღამით, როცა ბავშვს ეძინება. თუ დღისით მგზავრობთ, გაართეთ ბავშვი. თან იქონიეთ სველი ხელსახოცები, პირსახოცი, გამოსაცვლელი სამოსი, ბოთლი წყლით.

თუ თვითმფრინავით მგზავრობთ

ბავშვებისთვის თვითმფრინავი ალბათ ყველაზე საყვარელი ტრანსპორტია. უყვართ ილუმინატროში ყურება და ღრუბლებზე დაკვირვება. მგზავრებთან ურთიერთობა. თუმცა, საფრთხეები აქაც არის. თუ ავტომობილით მგზავრობისას ბავშვს აქანავებს, თვითმფრინავში ყურები უგუბდება. თუმცა, გამოცდილი სტიუარდესები გვირჩევენ, რომ თვითმფრინავის დაშვებამდე 15 წუთით ადრე ცხელ წყალში დავასველოთ ხელსახოცები, ჩავდოთ პლასტიკატის ჭიქებში და ბავშვებს ყურებზე მივადოთ. შეიძლება უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ მათ რჩევას ალბათ ჯობია დაუგდოთ ყური. ყურების დაგუბებას საწუწნი კანფეტებიც შველის, მიეცით ის ბავშვს თვითმფრინავის აფრენამდე.
ბავშვები ემოციურად განიცდიან ცვლილებებს. ხალხმრავლობა, აეროპორტმა, თვითმფრინავმა შეიძლება პატარზე იმოქმედოს და მას სიცხემ აუწიოს. ეს ორგანიზმის ჩვეულებრივი პროცესია, თან იქონიეთ სიცხის დამწევი საშუალება. თვითმფრინავით მგზავრობისას ბავშვს მაქსიმალურდა მოსახერხებელი, ნატურალური ქსოვილის, სამოსი უნდა ეცვას. თუმცა, თან იქონიეთ გამოსაცვლელიც, რადგან ფრენის დროს ბავშვს შეიძლება ან დასცხეს, ან შესცივდეს.
ბევრი მშობელი ბავშვთან ერთად მოგზაურობაზე უარს ამბობს, თუმცა, ტყუილად, თუ ყველა ყველა წესს დაიცავთ, მგზავრობა მხიარულად და სასიამოვნოდ ჩაივლის. მთავარია, განწყობა.

2945
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```