უზარმაზარ არჩევანში ხშირად იმდენად ვცდებით, რომ ხაჭოს სახელით ნაყიდ პროდუქტში სასარგებლო არაფერია ყველა მშობელმა იცის, რომ ხაჭო ბავშვისთვის ძალიან სასარგებლოა. ბაზარზე უამრავი ფირმის რძის ნაწამი გვხვდება, მათ შორის ხაჭოც. დაფასოებული პროდუქტის გარდა ხაჭო და არაჟნის შეძენა წონითაც შეიძლება, რომელსაც არავითარი ეტიკეტი არ ახლავს. ამ უზარმაზარ არჩევანში ხშირად იმდენად ვცდებით, რომ ხაჭოს სახელით ნაყიდ პროდუქტში სასარგებლო არაფერია. როგორ უნდა მივხვდეთ, ნამდვილი ხაჭო ვიყიდეთ თუ არა?
ხაჭო წარმოადგენს ცხოველური ცილის (კაზეინის პროტეინის) და უამრავი სასარგებლო ნივთიერების წყაროს, რომლებიც მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
ყოფილა შემთხვევები, როცა ხაჭოს შემადგენლობაში აღმოუჩენიათ სახამებელი, რომელსაც ორგანიზმისთვის არავითარი სარგებლობა არ მოაქვს.
როგორ გავიგოთ რას ვჭამთ? ჩვენს მიერ ნაყიდი ხაჭო ნამდვილი, სასარგებლო პროდუქტია თუ ფალსიფიკაცია?
ამის შემოწმება ძალიან მარტივად შეიძლება. ცალკე გადმოიღეთ ხაჭოს პატარა ნაჭერი და დააწვეთეთ 1 წვეთი იოდი. რეაქცია რამდენიმე წამში მოხდება.