თავად დაამზადეთ საწმენდი საშუალება და დატკბით სისუფთავით მაღაზიაში უამრავი საწმენდი საშუალება იყიდება, მაგრამ უმეტესობა ქიმიურია, იაფი არც ერთი არ ღირს და შედეგიც თითქმის არასახარბიელოა. ამიტომ ბებიების რეცეპტს გთავაზობთ, თავად დაამზადეთ საწმენდი საშუალება და დატკბით სისუფთავით.
ჭურჭლის სარეცხი ჯადოსნური მალამოს მოსამზადებლად სულ ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ: სოდა და წყალბადის ზეჟანგი. სოდას იმდენი "პერეკისი" დაასხით, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. ახლა მიღებული ნარევი ტაფას ან ქვაბს წაუსვით, ცოტა ხანი გააჩერეთ და წყლის ქვეშ ღრუბელით გარეცხეთ. შედეგი პირველივე ცდაზე გაგაოცებთ.
ჯადოსნური საწმენდი მალამოს გამოყენება სხვადასხვა ზედაპირის გასაწმენდადაც გამოგადგებათ.