თუ მიმოფანტული ტანსაცმლის პრობლემა თქვენს სახლშიც აქტუალურია, ეს რჩევები გამოგადგებათ ბავშვები, როგორც წესი, აქეთ-იქით ფანტავენ ტანსაცმელს. დედას მუდმივად უწევს მათი კეცვა და დალაგება. თუ ეს პრობლემა თქვენს სახლშიც აქტუალურია, ეს რჩევები გამოგადგებათ
1. მეტი თარო, უჯრა, ყუთი
ბავშვი მაგალითს თქვენგან არ აიღებს და ტანსაცმელს აკურატულად არ დაგიკეცავთ, მითუმეტეს, კარადაში სართულ-სართულ ზომისა და ფერის მიხედვით არ შეალაგებს. ისიც დიდი მიღწევა იქნება, თუ ამა თუ იმ ნივთს ერთ განსაზღვრულ უჯრაში ან ყუთში მოათავსებს. ამიტომ ბავშვის ტანსაცმელი ყუთებსა და კალათებში გაანაწილეთ. ასე უფრო გაუადვილდება ბავშვს ორიენტირებაც და წესრიგის დაცვაც.
2. ყველა ნივთი ადვილად მისაწვდომი უნდა იყოს
ყოველდღიურ ტანსაცმელს ბავშვი ადვილად უნდა პოულობდეს. ამისათვის ძალიან კარგი საშუალებაა ნაირ-ნაირი კალათები, რომლებსაც ქსოვილის ტექსტურა აქვთ. ე.წ. საგარეო ტანსაცმელი ბავშვის თვალისგან მოშორებით შეინახეთ, რათა წარა-მარა ჩაცმა არ მოუნდეს და ოჯახში აყალ-მაყალი არ გამოიწვიოს.
3. თავიდან კარადის გარეშეც იოლად გაძლებთ
ბავშვი უფრო სწრაფად მიეჩვევა წესრიგს, თუ საკუთარ ნივთებს თავად მიუჩენს ადგილს. ამოცანას ნუ გაურთულებთ - უბრალოდ, თოკი გააბით, რომელზეც ადვილად ჩამოკიდებს ტანსაცმელს.
4. მეტი კრეატივი და პრაქტიკულობა
ბავშვის კარადაში წესრიგის დამყარების საუკეთესო გზა ისაა, რომ ბავშვი ახლოს არ გააკაროთ მას. ეს კი მიზნამდე ვერ მიგვიყვანს. ამიტომ მოიფიქრეთ ისეთი განლაგება, რომელსაც ბავშვი ადვილად გაართმევს თავს. თუ თაროებზე ლამაზად დალაგებას ვერ ახერხებს, საკიდები დაუმაგრეთ, უჯრის ნაცვლად კი ჩვეულებრივი ყუთი დაუდგით.