ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ დიდხანს ვეღარ გაბედავთ საზოგადოებრივ აუზში ბანაობას
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ დიდხანს ვეღარ გაბედავთ საზოგადოებრივ აუზში ბანაობას
დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ამერიკულმა ცენტრმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა: მთელ მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა შემთხვევები, როდესაც ადამიანის ორგანიზნში ხვდება ძალიან პატარა, თუმცა საკმაოდ სახიფათო პარაზიტი კრიპტოსპორიდიუმი. გაინტერესებთ ალბათ, როგორ ხვდება ეს პარაზიტი ადამიანის ორგანიზმში და რა არის ეს პარაზიტი.
"კრიპტოსპორიდიუმი მარტივი აგებულების ერთუჯრედიანი პარაზიტია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს. ეს პარაზიტები ბინადრობენ აუზებში, შადრევნებში, ჰოდრომასაჟების აბაზანებში, მდინარეებსა და ტბებში, რომლებიც დაბინძურებულია ცხოველების ფეკალიებით", - განმარტავს ამარ საფდარი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დოცენტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა წამყვანი სპეციალისტი.
2004-დან
2008 წლის ჩათვლით ამ დაავადებით დაინფიცირების რიცხვი 200%-ით გაიზარდა, 2011-2012 წლებში კი ამ დაავადების აფეთქების 90 შემთხვევა დაფიქსირდა.
1788 ადამიანი დაინფიცირდა, 95 ჰოსპიტალიზირებული იყო, ერთი შემთხვევა კი ფატალურად, ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა. გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია.
ამ პარაზიტის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა ძალიან მარტივია, ამისთვის საკმარისია აუზში წყალი გადაგეყლაპოთ, ან დაუბანელი ხელით მიუჯდეთ მაგიდას და ისადილოთ.

რა საშიშროებას წარმოადგენს ეს პარაზიტი?
პარაზიტის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ პირველ რიგში ვლინდება დიარეა. დაინფიცირების შემთხვევაში ეს გარდაუვალია. ინფექცია ძალიან ძლიერად უტევს ადამიანის იმუნურ სისტემას, თითქმის ისევე, როგორც შიდსი. ამ პარაზიტის გამოვლენა არცთუ ადვილია და მისი ორგანიზმში არსებობის დროს კი ადამიანის დაქვეითებული იმუნიტეტი უმარტივეს ვირუსებსაც კი ვეღარ უმკლავდება.
ამ პარაზიტის
გამოვლენა შესაძლებელია მხოლოდ მისი ორგანიზმში მოხვედრიდან 7 დღის შემდეგ. პარაზიტის გავრცელების ყველაზე კარგი ფაქტორი აუზების არასაკმარისად ხარისხიანად გაწმენდაა.

როგორ დავიცვათ თავი?
პარაზიტის თავიდან აცილების ასპროცენტიანი და საუკეთესო საშუალება საზოგადოებრივ აუზსა და წყლის პროცედურების ჩატარებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა. ან სულაც, გირჩევთ გაირუჯოთ ზღვის სანაპიროზე და იბანავოთ ზღვაში. თუმცა არც ზღვის წყალია ხოლმე დიდად უსაფრთხო. თუ მაინც ვერ აიცილეთ თავიდან აუზში და დამდგარ წყალში ბანაობა, დაუკვირდით თქვენ ორგანიზმს, რათა დროულად მიმართოთ ექიმს და თავიდან აიცილოთ გართულებები.
6142
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
lilia
0
Am statiebis umetesobis mixedvit, Sheuzlebelia dgesdgeobit janmrtelobis shenarchuneba... arsad unda caxvide, araferi miirtva, bambebshi gaexvio da saxlidan fexi ar gadaadga! Xom sheizleba cota meti pozitiuri statiebi cerot.? Isec datrgunulia qveyana...
16:29 / 21-07-2015
lilia
0
Tqvenc daberdebit LALUKA :-)
16:24 / 21-07-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი