არსებობს ნატურალური უვნებელი საშუალებები, რომლებსაც დეოდორანტის ეფექტი აქვთ თანამედროვე ოფლის საწინააღმდეგო დეოდორანტები ხშირად მავნე ნივთიერებებს შიცავენ. იწვევენ ალერგიას, ჰორმონალურ ძვრებს და ზოგჯერ კიბოს მიზეზიც ხდებიან. არადა არსებობს ნატურალური უვნებელი საშუალებები, რომლებსაც დეოდორანტის ეფექტი აქვთ.
1. შემდეგი მცენარეების ეთერზეთები (იყიდება აფთიაქებში)
• ფორთოხლის
• ბერგამოტის
• მიხაკის
• კედრის
• ლავანდა (არ შეიძლება ორსულთათვის)
• ევკალიპტი
• ჩაის ხე
• როზმარინი (არ შეიძლება ორსულთათვის)
• ფიჭვი
ეთერზეთი წყალში გააზავეთ, მოათავსეთ სპრეის ფლაკონში ან რამდენიმე გაუზავებელი წვეთი თითით წაისვით იმ ადგილებში, სადაც სუნი ჩნდება.
2. მუხის ქერქი - აფთიაქებშიც იყიდება. მისი ნახარში (1 ს.კ. ქერქი 1 ლ. წყალზე) ანტისეპტიკადაც გამოდგება. მისი გამოყენება ადვილია: ნახარშში დაასველეთ ბამბის ტამპონი და იმ ადგილებში წაივით, სადაც სუნი ჩნდება
3. საჭმელი სოდა - სველ თითს რაც ამოჰყვება, იღლიებში შეიზილეთ. სუნს შესანიშნავად ამარცხებს
4. სახამებელი - გაგათავისუფლებთ ზედმეტი სისველისგან. ამის გამო ბავშვისთვის პუდრას მაგივრობასაც გაგიწევთ.
5. ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი - წყალში გაზავებული წაისვით იღლიებში
ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი
შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით წყალი, ეთერზეთი, სოდა და სახამებელი. წაისვით და გაიჩერეთ 3-4 წუთი, სანამ ბოლომდე არ გაშრება.