რა შეცდომებს ვუშვებთ ჭურჭლის რეცხვის დროს - ეს არ დაგავიწყდეთ
რა შეცდომებს ვუშვებთ ჭურჭლის რეცხვის დროს - ეს არ დაგავიწყდეთ
ჭურჭლის რეცხვას რა უნდა? ეს ხომ ყველაზე მარტივი პროცედურაა და წესები არ უნდა სჭირდებოდეს. წესები მართლაც ზედმეტია, სამაგიეროდ არსებობს გარკვეული ნიუანსები, რომლის ცოდნაც საჭიროა. მითუმეტეს ახალბედა დიასახლისებისთვის, რომლებსაც ჯერ საოჯახო საქმეებში დიდი გამოცდილება არა აქვთ. შეცდომები შეიძლება ჭურჭლის რეცხვის დროსაც დაუშვათ.

1. თანამედროვე სარეცხი საშუალებები ჭურჭელს ადვილად არ ეცლება. მათში შემავალი ნივთიერებები ხვდება საკვებში, საკვებიდან კი ჩვენს სხეულში, სადაც გაუთვალისწინებელ ცვლილებებს იწვევენ. ამიტომ ზედმეტი სისწრაფე არ არის საჭირო. მშვიდად გაავლეთ, უკეთესია თუ ორჯერაც გაავლებთ.
2. ცხიმი, რომელიც ქვაბის ან ტაფის
ფსკერზე შემორჩა, ნიჟარაში არ ჩაღვაროთ, არც უნიტაზში. ჯობია ხელსახოცით მოაშოროთ და ნაგავში გადააგდოთ. თანამედროვე ზეთები, კარაქი თუ მარგარინი უცნაურ წებოვან ნადებს ტოვებს, რომელიც ნიჟარის მილში პრობლემებს შეგიქმნით. ნიჟარიდან ამოდის უსიამოვნო სუნიც. ამიტომ ჯერ მოაცლეთ ცხიმი ჭურჭელს და შემდეგ გარეცხეთ.
3. ნუ დაელოდებით, როდის დაკარგავს ფერსა და მთლიანობას ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი. ის უფრო ადრე უნდა გამოცვალოთ, სანამ სუნი გაუჩნდება. ამ დროს ის ბაქტერიების წყაროა და გასუთავების მაგივრად აბინძურებს ჭურჭელს. ღრუბელს ე.წ. ბადის ტიპის ქსოვილის გამოყენება ჯობია, რომელსაც მიკრობების დაგროვების ნაკლები რისკი ახლავს და ბევრად უფრო ეფექტურად აშორებს ჭუჭყს.
4. ზედმეტი ქიმია სასურველი არასოდეს არ
არის. ამიტომ ზოგჯერ ჭურჭელი მის გარეშეც გარეცხეთ. სისუფთავე მხოლოდ ქიმიით არ მიიღწევა. შეგიძლიათ გამოიყენოთ სარეცხის საპონი და სოდა.
5. თუ ყოველდღე არა, მაინხც ხშირად გამოიყენეთ ჭურჭლით რეცხვის დროს ხელთათმანები. ამით თქვენს კანს, ფრჩხილებსა და ე.წ. ნუნებს დიდი პრობლემებს ააცილებთ თავიდან.
6. რეცხვა ჭიქებიდან დაიწყეთ, შემდეგ დანა-ჩანგალი და თეფშები დარეცხეთ. ამის შემდეგ ქვაბები და ტაფები.
7. ჩანგლებისთვის პატარა ჯაგრისი იქონიეთ. ორ კვირაში, მაქსიმუმ თვეში ერთხელ მაინც მისი გამოყენება აუცილებელია. კბილებს შორის თვალით ძნელადშესამჩნევი ჭუჭუყი მაინც გროვდება, რაც მიკრობების გადატანის წყარო შეიძლება გახდეს.
29065
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი