დიასახლისები ცდილობენ, რომ მათი საწმენდი საშუალებენი არ იყოს მავნებელი დიასახლისები, რომლებიც სახლში სისუფთავეზე ოცნებობენ, ცდილობენ, რომ მათი საწმენდი საშუალებენი არ იყოს მავნებელი, განსაკუთრებით, თუ სახლში პატარა ბავშვები ცხოვრობენ.
მათ ეს სურვილი უსრულდებათ. ჩვენ შევკრიბეთ ნატურალური და ეფექტური საშუალებები სიბინძურესთან და ლაქებთან საბრძოლველად.
ტელევიზორის მონიტორი სწრაფად ჭუჭყიანდება და მტვრით იფარება. მოამზადეთ ნარევი გაფილტრული წყლისა და ძმრის ნარევისგან და ჩვეულებრივი წესით, ნაჭრის ხელსახოცით გაწმინდეთ იგი.
ქიმიური საშუალებების გამოყენება თუ არ გსურთ, ერთმანეთშში შეურიეთ სოდა და ძმარი და ამ ნარევით გაწმინდეთ სამზარეულოში არსებული ზედაპირები.
სამზარეულოს ქვის მაგიდა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.
მისი არასწორად გაწმენდის შემთხვევაში მასზე შეიძლება მიკრობები გაჩნდეს. ეს უსიამოვნო მომენტი რომ აიცილოთ, ერთ პულივიზატორიან ქილაში მოათავსეთ წყალბადის ზეჟანგი (3 პროცენტიანი) და შეაფრქვიეთ ზედაპირს, მეორით ძმარი შეაფრქვიეთ. ასეთი მეთოდით სალმონელეზასაც გაანადგურებთ.
იატაკების მოსაწმენდი საშუალება შემდეგნაირად დაამზადეთ: ერთმანეთს შეურიეთ ძმრის, წყლის, სამედიცინო სპირტის ერთი რაოდენობა და რამდენიმე წვეთი ეთერზეთი. დაბინძურებულ იატაკს გააწკრიალებთ და სასიამოვნო არომატსაც დაატრიალებთ.