მცირე ტრავმების თუ ინფექციების დროსაც გვირჩევენ, სწორედ სარეცხი საპნით მოვიბანოთ დაზიანებული უბანი ბაზარზე დღეს დიდი არჩევანია - ეფექტური, სურნელოვანი, მრავალფუნქციური და ა.შ. თუმცა მაინც ვერაფერი შეედრება ჩვეულებრივ სარეცხ საპონს, რომელსაც ჩვენი დედები და ბებიები იყენებდნენ. გარდა იმისა, რომ ის მართლაც კარგად ასრულებს თავის პირდაპირ დანიშნულებას, მრავალი სხვა ფუნქციაც აკისრია. თვით ექიმებიც ბევრი პრობლემისას ურჩევენ პაციენტებს სარეცხი საპნის გამოყენებას, რომელსაც უნიკალური ანტისეპტიკური და სხვა თვისებები აქვს.
* სურდოს დროს საკმაოდ ეფექტური საშუალებაა, სველი ბამბა გადაუსვათ სარეცხ საპონს და შემდეგ ცხვირში შეიზილოთ.
* მცირე დამწვრობებს, კანის ანთებას, მუწუკებს, სახის კანის სხვა პრობლემებს ასევე უხდება სარეცხი საპნის ნარევი.
* თმის ცვენასაც შველის და ბევრი ქერტლის საწინააღმდეგოდაც იყენებს - უბრალოდ, ჩვეულებრივი შამპუნის შემდეგ, მოდური ნიღბების ნაცვლად გვირჩევენ, თავი კიდევ ერთხელ დავიბანოთ, ოღონდ უკვე სარეცხი საპნით და შემდეგ ლიმონმჟავას ხსნარი შევიზილოთ - სასიამოვნო სუნისთვის.
72-პროცენტიან სარეცხ საპონს თავისებური სუნი აქვს, რის გამოც ბევრი ამბობს მის გამოყენებაზე უარს. არადა, თურმე სწორედ ეს სუნია იმის დასტური, რომ მისი კომპონენტები ნატურალურია და არ აქვს ქიმიური დანამატები. ბევრი ჭურჭელსაც კი სარეცხი საპნით რეცხავს, ასევე ბავშვის ზეწრებს და სხვაგვარ თეთრეულს, რათა მეტად დაიცვას ისინი მიკრობებისგან.
მთავარია, მისი ყიდვის დროს დარწმუნდეთ, რომ ის ნამდვილად ბუნებრივია, ყურადღებით გაეცანით მის შემადგენლობას და შემდეგ თამამად გამოიყენეთ.