რა უნდა წაიღოთ სამშობიაროში? - საჭირო რჩევები
რა უნდა წაიღოთ სამშობიაროში? - საჭირო რჩევები
mshoblebi.ge-ს აქტიურად შემოსდის მკითხველთა შეკითხვები. ვეცდებით, ეტაპობრივად ყველას გავცეთ პასუხი. ერთ-ერთი შეკითხვა ასეთია: "რა უნდა წავიღო თან სამშობიაროში?"

გირჩევთ, მშობიარობის სავარაუდო თარიღამდე ორი კვირით ადრე მოამზადოთ ნივთები ამ დღისთვის. თუ უკვე აირჩიეთ სამშობიარო, უნდა გაარკვიოთ, აღნიშნულ დაწესებულებაში თქვენთვის და თქვენი შვილისთვის რა ნივთების შეტანა და ქონაა ნებადართული. ფასიან დაწესებულებებში, როგორც წესი, არაფრის შეტანას არ უზღუდავენ. სახელმწიფო დაწესებულებებში უფრო არის ხოლმე გარკვეული აკრძალვები.
გთავაზობთ სიას, რომელიც დაგეხმარებათ ამ საკითხში.

1. აუცილებელი საბუთები
- პასპორტი
- სადაზღვევო პოლისი
- გაცვლა-გამოცვლის ბარათი, აუცილებელი
ანალიზების შედეგების ჩათვლით
- მიმართვა სამშობიარო სახლში

არ დაგავიწყდეთ მობილური ტელეფონი და მისი დამტენი, ასევე გარკვეული თანხა ყოველი შემთხვევისთვის.

2. ნივთები, რომლებიც მშობიარობის დროს დაგჭირდებათ
- თავისუფალი მაისური ან ღამის პერანგი (სასურველია, არა ახალი. ის დაისვრება და აღარ გამოგადგებათ)
- რეზინის ქოშები
- ნატურალური ქსოვილის წინდები და თბილი წინდები
- დასალევი (არაგაზირებული მინერალური ან ჩვეულებრივი წყალი)
- ხელსახოცები – სველი და მშრალი. და საფენები.

3. ნივთები, რომლებიც მშობიარობის შემდეგ გამოგადგებათ
- ღამის პერანგი, რომელიც წინ იკვრება, რომ იოლად შეძლოთ ძუძუს ამოღება; მსუბუქი ხალათი, მოსახერხებელი საცვლები, ფლოსტები, წინდები.
- პირადი ჰიგიენის ნივთები (
კბილის ჯაგირის, კბილის პასტა, პირსახოცი, სავარცხელი, საპონი, ტუალეტის ქაღალდი, სახისა და ხელების კრები, ჰიგიენური პომადა);
- ჰიგიენური საფენები მაღალი შეწოვით (პირველი დღეებისთვის), შემდეგ დღეებში უკვე შეიძლება შედარებით თხელი საფენების გამოყენება.
- ორი წყვილი სპეციალური ბიუსტჰალტერი
- ძუძუს თავების დამცავი კრემი
- პოლიეთილენის პაკეტები ჭუჭყიანი საცვლების და სხვა ნივთებისთვის.

4. ნივთები ახალშობილისთვის
- პამპერსები (2-5 კგ, პატარა შეფუთვა)
- პამპერსის ქვეშ წასასმელი პუდრი ან კრემი
- ახალშობილის სამოსი (თუ შეფუთვას არ აპირებთ): 4-5 `ბოდე~ სულ პატარა ზომის, წინდები, ქუდი, პატარა შარვალი.

5. გამოსაწერად საჭირო ნივთები
დედისთვის:
- მოსახერხებელი საცვლები
- წინდები
- თავისუფალი შარვალი ან კაბა (ჯობს ისევ ის ჩაიცვათ, რაც ორსულობის დროს გეცვათ, რადგან უწინდელ ზომებს ასე უცებ ვერ დაუბრუნდებით)
- ზედა სამოსი, რომელიც მოსახერხებელი იქნება ბავშვის ძუძუთი საკვებად, მით უმეტეს, თუ შორი გზა გაქვთ სახლამდე
- ფეხსაცმელი, სასურველია, ქუსლის გარეშე

ბავშვისთვის:
- პამპერსი (ხელჩანთაშიც უნდა გქონდეთ ერთი ცალი მაინც ყოველი შემთხვევისთვის)
- გამოსასვლელი სამოსი
- თავსაბურავი
- შემოსახვევი თხელი საბანი (თუ ზამთარი არ არის), ან ე.წ. კონვერტი
- ხელსახოცები

საბუთები:
- გაცვლა-გამოცვლის ბარათის ასლი
- ბავშვის დაბადების მოწმობა
- ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ სამშობიაროში გაცემული დასკვნა და ექიმი-პედიატრის წერილობითი რეკომენდაციები

შენიშვნა მამიკოსთვის:
- ფოტოაპარატი ან ვიდეოკამერა
- ყვავილები ცოლისთვის
- ყვავილები/ტკბილეული მედპერსონალისთვის (რასაკვირველია, თუ კმაყოფილი ხართ მათი მომსახურებით)

57348
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ბელე ნენე
0
მე ვოცნებობ ამ დღეზე და რას წავიღებ აღარც მაინტერესებს...
23:24 / 21-01-2015
Keti
1
Bოლო ყველაზე კარგი რჩევა იყო.. :D
23:14 / 20-01-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?