1. კუნთებისა და სახსრების ტკივილის წინააღმდეგ
ეს ხერხი კისრის, ზურგის, ხელების და სახსრების ტკივის დროს დაგეხმარებათ. იგი რევმატიული ართრიტის დროსაც გამოგადგებათ.
გამოყენების ხერხი
დაიფინეთ ფოლგა მტკივან ადგილზე და სახვევით მჭიდროდ გადაიხვიეთ. გაიჩერეთ მთელი ღამე. ეს პროცედურა 10-12 დღის განმავლობაში ჩაიტარეთ. ერთი-ორი კვირა შეისვენეთ. თუ ტკივილმა თავი შეგახსენათ, კურსი კვლავ გაიმეორეთ.
2. გრიპისა და გაციების წინააღმდეგ
გამოყენების წესი:
შემოიხვიეთ ფეხებზე ფოლგა რამდენიმე ფენად. თუმცა ფეხებს შორის რბილი ქსოვილი მოაქციეთ. გაიჩერეთ 1 საათით. 2 საათის შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ, ოღონდ სხვა ფოლგა გამოიყენეთ. კვლავ ერთი საათით გაიჩერეთ და ისევ გაიმეორეთ 2 საათში.
3. დამწვრობის ტკივილის შესამცირებლად
დამწვარი ადგილი რამდემე წუთით ცივი წყლის ჭავლის ქვეშ მოათავსეთ. შემდეგ დამწვარზე ერთ ფენად სტერილური დოლბანდი დაიფინეთ და ზემოდან ფოლგა შემოახვიეთ. თუ კანი გადაქერცლილიბ არ არის, შეგიძლიათ პირდაპირ დაიხვიოთ ფოლგა. არ მოხსნათ, სანამ ტკივილი არ გაგივლით
4. დაღლილობისა და უძილობისთვის
ფოლგის რომელი მხარე უნდა გამოიყენოთ?
გააჩნია როსთვის იყენებთ. გასათბობად და სითბოს შესანარჩუნებლად პრიალა მხარე გამოგადგებათ. გასაგრილებლად და თბოიზოლაციისთვის - გლუვი მხარე.