კულინარიული რჩევების კოლექცია, რომლის გამოცდის სურვილი ახლავე გაგიჩნდებათ სამზარეულო გახლავთ ადგილი, სადაც ჩვენი დროის არც თუ ისე ცოტა ნაწილს ვატარებთ, სადაც ვავლენთ კულინარულ ნიჭს და შემოქმედების ნაყოფს ახლობლებსა თუ სტუმრებს ვუზიარებთ.
თუმცა, ხშირად ხდება, როცა უვიცობისა და გაუფრთხილებლობის გამო გამოვაფუჭებთ პროდუქტებს, ან წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რომ ყავა უფრო გემრიელი გამოვა, თუ ცოტაოდენ მარილს დავუმატებთ, ხოლო ყველი რომ არ გახმეს, კარაქი უნდა წავუსვათ. გთავაზობთ კულინარიული რჩევების კოლექცია, რომლის გამოცდის სურვილი ახლავე გაგიჩნდებათ.
1. ცხიმის შხეფების თავიდან ასაცილებლად, ტაფას წინასწარ ცოტაოდენი მარილი მოაყარეთ
2. ომლეტი ფაფუკი გამოგივათ, თუ ათქვეფისას კვერცხს 2 კოვზ ცივ წყალს დაუმატებთ
3. ცომს ცოტაოდენი გაზავებული კარტოფილის სახამებელი დაუმატეთ - ფუნთუშები და ნამცხვრები მეორე დღესაც სიფაფუკეს და სირბილეს შეინარჩუნებს
4. ჭარხალი დიდ ხანს იხარშება - 3-3,5 საათის განმავლობაში, პროცესის დასაჩქარებლად, 30 წუთის დუღილის შემდეგ 15 წუთი ონკანში, ცივი წყლის ქვეშ შედგით. ტემპერატურის ცვალებადობა ხელს შეუწყობს სწრაფად მოხარშვას.
5. საფუარის ნაცვლად კონიაკს თუ გამოიყენებთ, ცომი უფრო არომატული და გემრიელი გამოვა. განაგრძეთ კითხვა