დაგჭირდებათ ძველი ჯემპრი, რომელიც დასაჭრელად არ გენანებათ ბავშვობიდან ჩაგვჩიჩინებდნენ, რომ ფეხები მუდამ თბილად გვქონოდა. დღეს იგივეს ვითხოვთ შვილებისგანაც. შემოდგომიდან ფეხის სითბოზე დაფიქრება მართლაც ღირს. გთავაზობთ ორიგინალურ ოთახის წინდა-ფაჩუჩს, რომელსაც საკუთარი ხელით ძველი ჯემპრისგან დაამზადებთ.
დაგჭირდებათ:
• ძველი ჯემპრი, რომელიც დასაჭრელად არ დაგენანებათ
• მუყაო
• მარკერი
• ნემსი
• ქინძისთავები
• მაკრატელი
1. დადგით ტერფი ქაღალდზე და მარკერით შემოხაზეთ. ანაბეჭდი ოდნავ დიდი აიღეთ. გამოჭერით.
2. გამოჭრილი თარგი ჯემპრს დაადეთ და ქინძისთავებით დაამაგრეთ ისე, რომ ჯემპრის წინაც და უკანა მხარეც ქინძისთავში მოექცეს.
3. ჯემპრის სახელოები ფეხებზე ამოიცვით და გადაჭერით ისე, რომ გარეთ მხოლოდ ფეხისგული დარჩეს.
4. ქინძისთავებით დაამაგრეთ მასზე თარგზე გამოჭრილი ნაწილი. დამაგრება წინდის წვერიდან დაიწყეთ.
5. დამაგრებილი ნაწილები სასურველი ფერის ძაფით გვირისტებად ამოკერეთ
ფაჩუჩები მზადაა