20 სასარგებლო რჩევა, რომელიც შეგიცვლით შეხედულებებს
20 სასარგებლო რჩევა, რომელიც შეგიცვლით შეხედულებებს
ცხოვრებისეული, ყოფითი რჩევები არასდროს არის ზედმეტი. ხალხი წლობით აგროვებს გამოცდილებას და გადასცემს თაობებს. ეს ხომ ბევრად გვიადვილებს ცხოვრებას.

1. კატლეტები რომ უფრო გემრიელი გამოვიდეს
ძალზე გემრიელი გამოვა კატლეტი, თუ შეზავებულ ფარშს (ხახვით, მარილით და სუნელებით) 5-6 საათით მაცივარში შეინახავთ. ხორცი დარბილდება და კატლეტიც უფრო გემრიელი იქნება.

2. ყელის ტკივილის მოსახსნელად
ცხელი რძე კარდამონით - სასმელი, რომელიც სწრაფად მოხსნის ყელის ანთებას და ტკივილს.

3. კოცონი რომ ადვილად დავანთოთ
თუ გსურთ კოცონის
სწრაფად დანთება, გაიხსენეთ ჩიფსები. ის უკეთ იწვის, ვიდრე ნებისმიერი სპეციალური ხსნარი. ეს რჩევა ნედლ შეშაზეც მოქმედებს.
mshoblebi
4. კბილის პასტა დამწვრობის დროს
დამწვრობის ადგილას ტკივილი და შეწითლება სწრაფად გაივლის, თუ დაზიანებულ ადგილას კბილის პასტას წაუსვამთ.

5. კარტოფილი რომ სწრაფად მოიხარშოს
კარტოფილი სწრაფად მოიხარშება, თუ დუღილის დროს კარაქს ჩაამატებთ.

6. როგორ შევამოწმოთ კვერცხის ვარგისიანობა
ნახევარ ჭიქა წყლიან ჭიქაში ჩადეთ კვერცხი. ახალი კვერცხი ჩაიძირება, ხოლო ძველი - ამოტივტივდება.

7. რით შეიძლება შეცვალოთ კვერცხი - ცომის მოზელისას
ბანანი შეიძლება გამოიყენოთ კვერცხის მაგივრად ორცხობილის გამოცხობის დროს. ნახევარი ბანანი უდრის 1 ცალ კვერცხს.

8. როგორ მოვაშოროთ წებოს ლაქები მინას
წებოს ლაქას ადვილად მოაშორებთ მინას მცენარეული ზეთის მეშვეობით. წაუსვით ზეთი
პრობლემურ ადგილზე, დატოვეთ 10 წუთით და წებოს ნარჩენები გაწმინდეთ ქაღალდის ხელსახოცით.

9. ლობიო რომ მალე მოიხარშოს
დაგავიწყდათ წინასწარ წყალში დალბობა? ლობიო მოხარშეთ უმარილო წყალში, ყოველ 7- 10 წუთში ქვაბში ჩაამატეთ სუფრის კოვზით ცივი წყალი და ლობიოც მალე მოიხარშება.

10. როგორ მოვაშოროთ საღებავის ლაქა ტანსაცმელს?
ამაში დაგეხმარებათ აცეტონი - ბამბით წაუსვით დასვრილ ადგილას. ამის შემდეგ ნარჩენის მოსაცილებლად გამოიყენეთ ნიშადურის სპირტი.
mshoblebi
11. რა ვუყოთ გატეხილ კვერცხს?
გატეხილი კვერცხი შეიძლება გადაარჩინოთ: მოამზადეთ ორთქლსახარშზე და გამოიყენეთ სალათებისა და ბუტერბროდებისათვის.

12. როგორ გავაშროთ სწრაფად ფეხსაცმელი?
ამაში დაგეხმარებათ მარილი. დაყარეთ მარილი გაცხელებულ ტაფაზე, ჩაყარეთ წინდაში და ეს უკანასკნელი ჩადეთ სველ ფეხსაცმელში. გარკვეული დროის შემდეგ წინდაში ისევ ჩაყარეთ გაცხელებული მარილი და ჩადეთ ფეხსაცმელში. თუ პირველ ცდაზე მთლიანად არ გაშრა ფეხსაცმელი, მეორე ჩაყრაზე გაშრება მომენტალურად!
mshoblebi
13. რძე რომ მალე ადუღდეს
რძე მალე ადუღდება, თუ ჩავამატებთ მწიკვ შაქარს.

14. ყველის გახეხვის იოლი გზა
სანამ მაგარ თავ ყველს გახეხავდეთ, სახეხზე წაუსვით კარაქი. ყველი არ მიეკვრება და სახეხსაც ადვილად გარეცხავთ.

15. როგორ მოვაშოროთ უსიამოვნო სუნი სამზარეულოში?
ეს ძალიან ადვილია: ტაფაზე დაასხით 1 სუფრის კოვზი ძმარი, დადგით გაზზე აორთქლებამდე.

16. როგორ გადავარჩინოთ ლიმონი გამოშრობისაგან?
ლიმონი, რომელიც იწყებს გამოშრობას, მოათავსეთ წყლიან თეფშზე რამდენიმე საათით.

17. ახალი ფეხსაცმელი გიჭერთ?
ჩაიცვით ფეხზე სქელი წინდა და ისე ჩაყავით ფეხსაცმელში. გააცხელეთ ფეხსაცმელი ფენით 10 წთ-ის განმავლობაში.

18. თავი გტკივათ?
გაჭერით ლიმონი შუაზე და წაისვით შუბლზე. ციტრუსის არომატი მალე დაგიამებთ ტკივილს.

19. როგორ შევაგროვოთ გატეხილი შუშის ნატეხები
გატეხილ შუშის ნატეხებს ადვილად შეაგროვებთ პლასტელინის მეშვეობით.

20. ადვილად რომ დავწყნარდეთ
თუ მალე გინდათ დაწყნარება, დააჭირეთ ცხვირსა და ტუჩებს შორის წერტილს 3 წამის განმავლობაში. ეს მეთოდი დაგამშვიდებთ ნერვული აშლილობის დროსაც.
5870
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```