10 შეცდომა, რომელსაც კრიტიკულ მომენტებში ვუშვებთ
10 შეცდომა, რომელსაც კრიტიკულ მომენტებში ვუშვებთ
1. დამწვრობაზე ზეთის წასმა
ზეთი დამწვრობაზე ერთგვარ აპკს ქმნის. დამწვარ ადგილს ჟაგბადი არ მიეწოდება და წვის ეფექტი ძლიერდება. შედეგად იარა არ შეხორცდება, ტკივილი უარესად შეგაწუხებთ.
როგორ უნდა მოიქცეთ: უმჯობესია, დამწვარი ადგილი გააგრილოთ, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია დამწვრობის ხარისხზე. მცირე დროით შეგიძლიათ ცივი წყლის ქვეშ გააგრილოთ.
დამწვრობის სამკურნალოდ არსებობს მეორე, ჩვენი ბებიების  მეთოდიც - დამწვარ ადგილზე სარეცხი საპნის წასმა. ეს მეთოდი შეიძლება მცირე ხარისხის დამწვრობისას გამოყენოთ, ტკივილი დაგიამდებათ და შეიძლება წყლულიც არ გაჩნდეს.
ძალიან ბევრი, დამწვარობისთვის სპეციალურ ქაფს იყენებს. დამწვრობის დროს მისაღებია
ქაფის გამოყენება, რადგან იარას ჟანგბადით მომარაგებას არ უშლის ხელს.
სერიოზული დამწვრობის დროს კანი უნდა მოიბანოთ ცივი წყლით, იარაზე დაიდოთ სტერილური სახვევი (ბამბა არა!) და წახვიდეთ დამწვრობის ცენტრში.

2. ჭრილობის იოდით ან ბრილიანტის მწვანით დამუშავება
ნებისმიერი სპირტის შემცველი ნივთიერება ჭრილობაზე წარმოქმნის ღრმა ქიმიურ დამწვრობას, რომელიც დიდხანს არ შეხორცდება და იარასაც დატოვებს.
როგორ უნდა მოიქცეთ: იარის დეზინფექციისთვის გამოიყენეთ წყალბადის ზეჟანგი. ზემოდან კი დოლბანდი შემოიხვიეთ.
იოდი და ბრილიანტის მწვანე კი გამოგადგებათ მცირე ნაკაწრების დროს.

3. გაყინული ადგილების დაზელვა
თუ დიდხანს მოგიწიათ ყინვაში ყოფნამ, შეიძლება სხეული გაგეყინოთ და გაგიფითრდეთ - ყურები, ლოყები, თითები. პირველი, რასაც ვაკეთებთ, გაფითრებულ ადგილებს ვ
იმუშავებთ დასრესვით ან დამასაჟებით, რაც არასწორია! გადაცივების დროს კაპილარებს სპაზმი ემართებათ, იმ ზონაში ირღვევა და ჩერდება სისხლის მიმოქცევა. სისხლძარღვები "მტვრევადი" ხდება და დაზელვით მათ კიდევ უფრო ვაზიანებთ.
როგორ უნდა მოიქცეთ: თუ ყურები, თითები (ფეხის, ხელების) მოგეყინათ, ორგანიზმი ნელა და ფრთხილად უნდა გაითბოთ. შედით თბილ შენობაში. გაითბეთ ორგანიზმი შიგნიდან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ალკოჰოლი! უმჯობესია, - თბილი, დამტკბარი ჩაი.

4. ბავშვს აციებს და ტემპერატურამაც აუწია? არ ჩაფუთნოთ
ტემპერატურის მომატების დროს ორგანიზმში თერმორეგულაცია ირღვევა. ცხელ სხეულს სცივა, ადამიანს ჰგონია, რომ იყინება. სურს, ორ საბანში გაეხვიოს, თბილად ჩაიცვას, სათბურს ჩაეხუტოს. მაგრამ თუ გათბობას შეეცდებით, სხეულს ტემპერატურის დაწევის ბუნებრივ საშუალებას დაუკარგავთ.
როგორ უნდა მოიქცეთ: შეგრძნებების მიუხედავად, გადახურებას არ უნდა შეეცადოთ. სიცხის დამწევი წამალი დაალევინეთ და ექიმს დაელოდეთ.

5. ლუკმა გადასცდა? - არ ურტყათ ბეჭებზე

თუ ადამიანს ლუკმა გადასცდა, არავითარ შემთხევაში არ დაარტყათ ბეჭებზე. ასე შეიძლება გაართულოთ მისი მდგომარეობა. უთხარით, რომ დაახველოს, დარტყმის დროს, კი გადაცდენილ ლუკმა (ან კევი) შეიძლება სასუნთქ გზებში გადაისროლოთ.
როგორ უნდა მოიქცეთ: ურჩიეთ მშვიდად ჩაისუნთქოს და რამდენჯერმე დაახველოს. დახველებით, ადამიანი გადაცდენილ "ნაგავს" უკან გადმოისვრის.
თუ ადამიანს გადაცდენილი ნივთი სასუნთქ მილში გაეჩხირა და ვერ სუნთქავს, დაზარალებული წინ გადახარეთ, შეიძლება სკამის საზურგეზე გადააწვინოთ და რამდენიმე მკვეთრი ხელის მოძრაობა გააკეთოთ კისრის მიმართულებით, თითქოს საგანი გარეთ უნდა გამოაგდოთ.
როცა საქმე ბავშვს ეხება, ეს რჩევები გაითვალისწინეთ: თუ ბავშვს რამე გადასცდა

6. ტრავმას სითბო არ შველის
მყესის დაჭიმვის, ფეხის გადაბრუნების ან სხვა ტრავმის დროს ქსოვილის შეშუპება ხდება. ასეთ დროს დაზიანებულ ადგილზე სათბურას დადება დაუშვებელია. ეს კიდევ უფრო გაზრდის შეშუპებას და ტკივილის შეგრძნებას.
როგორ უნდა მოიქცეთ: შეამცირეთ აქტივობა, გადაადგილება, დაზიანებულ ადგილზე დაიდეთ ყინული და რაც მთავარია, სასწრაფოდ გაემართეთ ტრავმპუნქტისკენ.

7. ცხვირიდან სისხლდენის დროს თავი უკან არ გადასწიოთ
ასე ცხვირიდან სისხლდენას ვერ შეაჩერებთ, მის მიმართულებას შეცვლით, სისხლი ცხვირიდან შეიძლება ცხვირხახის გავლით კუჭში მოხვდეს და სისხლიანი პირღებინება გამოიწვიოს. და კიდევ, თუ სისხლი კუჭში გადავა, ექიმი ვერ განსაზღვრავს, რამდენი სისხლი დაკარგეთ.
როგორ უნდა მოიქცეთ: დაწექით სწორად და ოდნავ წინ გადმოიხარეთ. ნესტოში (ან ორივეში) წყალბადის ზეჟანგში დასველებული ტამპონი ჩაიდეთ, ხოლო ძგიდეზე - რაიმე ცივი.

8. "მარგანცოვკა" საშიში წამალია
გახსოვთ, ბავშვობაში მოწამვლის დროს ბებიები კალიუმის პერმანგანატის, იგივე "მარგანცოვკის" სუსტ ნაყენს გვასმევდნენ. თითქოს, ბაქტერიების განადგურება შიგნიდან სურდათ. უნდა იცოდეთ, რომ კალიუმის პერმანგანატი მიკროკრისტალებისგან შედგება. სწორედ ისინი იხსნებიან წყალში და შეფერილობასაც ისინი აძლევენ მას. რაც უფრო მეტია კრისტალები, მით მუქია წყალი. პრობლემა იმაშია, რომ კრისტალები ბოლომდე არ იხსნება (ბოლომდე მხოლოდ ადუღებისას იხსნება). წყალში საბოლო გახსნის შემდეგ მიღებული ხსნარი კარგად უნდა გაიფილტროს, - მარლის რამდენიმე ფენაში გადაიწუროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კუჭში მოხვედრისას "მარგანეცის" მიკროსკოპულ კრისტალსაც კი ლორწოვანი გარსის ქიმიური დაწვა შეუძლია.
12276
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები