მკითხველის გამოცდილებიდან ხინკალი ყველა ქართველის საყვარელი საჭმელია. მას ოჯახებში იშვიათად აკეთებენ და თუ აკეთებენ, ყველა თავისებურად. მე ჩემებური ცომით ვაკეთებ, ცომით, რომლის კუჭებიც კი იჭმევა. რეცეპტი ჩემებურია, სადღაც ყურმოკრულს რაღაც შევმატე, მოვაკელი და ასეთი ცომი მივიღე.
დაგჭირდებათ:
500-700 გრამი ფქვილი
200 მლ ადუღებული, ცხელი წყალი
1 ჩ/კ მარილი და 1 ს/კ ზეთი.
ფქვილიან ჯამში ჩაასხით ცხელი წყალი (თითს უნდა "კბენდეს"), მორევით მიიყვანეთ ერთგვაროვან მასამდე, საჭიროებისამებრ დაუმატეთ ფქვილი, როცა მასა დაცომდება, დაუმატეთ მარილი და ზეთი და უკვე ხელით გააგრძელეთ ზელა. ცომი ჯამის კედლებს ადვილად უნდა სცილდებოდეს.
მზა ცომს შეგიძლიათ ან ისევ ზეთი წაუსვათ, რომ არ გამოშრეს, ან პოლიეთილენის სახვევი მოახვიოთ და 30-40 წუთით თბილ ადგილად დაასვენოთ.
მიღებულ ცომს ოთხ ნაწილად ვყოფ, თითოეული ეხვის ფორმას ვაძლევ და დაახლოებით 2-3 სმ-ს ვჭრი. თქვენ შეგიძლიათ მთლიანი ცომი გააბრტყელოთ და ჭიქით მოჭრათ მრგვალი ცომები.
ეს ცომი შეგიძლიათ გამოიყენოთ პელმენებისა და "ვარენიკებისთვის"
რუსუდან გელაშვილი