მატლი შვრიის ბურღულში - რომელი ბურღულია ყველაზე სანდო?
მატლი შვრიის ბურღულში - რომელი ბურღულია ყველაზე სანდო?
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ჯგუფში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ფოტოპოსტი გამოაქვეყნა, რომელზეც შვრიის ბურღულში ნაპოვნი მატლი იყო დაფიქსირებული. "მატლი ვიპოვე ფაფაში, არადა რამდენი ხანის ამას ვაჭმევ" - ამ პოსტს ძალიან ბევრი დედა გამოეხმაურა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ამ ფირმის შვირიის ფანტელს ძალიან ბევრი მშობელი იყენებს ბავშვისთვის. შეშფოთებული დედები კითხულობდნენ, დიდი ხნის გახსნილი ხომ არ იყო შეფუთვა და სახლის პირობებში ხომ არ გაუჩნდა მატლი. პოსტის ავტორი ამტკიცებდა, რომ "ჰერკულესი" ახალი ნაყიდი იყო... ერთი სიტყვით,
ორივე შემთხვევაში ზარალდება მყიდველი. ამიტომ კარგად უნდა იცოდეთ, რა პირობებში უნდა შეინახოთ ბურღულეული და ასეთივე პირობებში ნადები უნდა შეიძინოთ. თუ ხედავთ, რომ მარკეტში არ არის სათანადო პირობები, ჯობია შენაძენზე საერთოდ უარი თქვათ.

როგორ შევინახოთ ბურღულეული:
ბურღულის შესანახად შეიძლება გამოვიყენოთ კერამიკული, მინის, პლასტმასის ან მეტალის ქილები. აუცილებელია შესანახ ჭურჭელს თავსახური კარგად ქონდეს დახურული, რათა არ მოხდეს ბურღულეულის დანესტიანება და მასში მწერების გაჩენა. ასევე ბურღულის შენახვა უნდა მოხდეს გრილ და მშრალ ადგილას.
ბურღულის სახეობების მიხედვით ( ოთახის ტემპერატურაზე), შენახვის ვადებიც განსხვავებულია: ხორბლის, მანის, სიმინდისა და შვრიის ბურღული ინახება 4-10 თვე, წიწიბურა 20 თვე, ბრინჯი 16-18 თვე.
თუ თქვენ ბურღულეულის დიდ მარაგს იკეთებთ, აუცილებელია მისი წელიწადში
3-4-ჯერ შემოწმება, თუ მასში აღმოაჩინეთ მწერები - პროდუქტი საკვებად აღარ გამოიყენება; სოფლის პირობებში გაფუჭებული პროდუქტი შეგიძიათ ფრინველის საკვებად გამოიყენოთ

რჩევები შვრიის ბურღულის (იგივე ჰერკულესი) შენახვისას
ჰერკულესის შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ იგი სასურველია ჰერმეტულად იყოს შეფუთული, ვინაიდან ადვილად ნესტიანდება და მაღალი ტენიანობისა და ტემპერატურის პირობებში მიმდინარე გარდაქმნების შედეგად ბურღული კარგავს თავის სამკურნალო თვისებებს. ამიტომ სახლში ამოტანილი და უკვე გახსნილი ჰერკულესი უმჯობესია გადაიტანოთ თავსახურიან ჭურჭელში შემდგომი შენახვისათვის.
სანამ ჰერკულესის მოხმარებას დაიწყებთ, კოლოფიდან, თეთრ თეფშზე გადმოყარეთ ფანტელების მცირე ნაწილი და ფერს დააკვირდით. ხარისხიანი შვრიის ფანტელების ფერი შეიძლება იცვლებოდეს მონაცრისფერო კრემისფერიდან მოყვითალომდე. აუცილებლად ნახეთ ფანტელების სუნიც, ხარისხიანი შვრიის ფანტელებს აქვთ მსუბუქი შვრიის სუნი და რაც მთავარია არ უნდა იგრძნობოდეს ობის ან შმორის სუნი;

გამოყენებული momxmarebeli.ge-ს რეკომენდაციები.
4926
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
nino
0
მე წიწიბურაში აღმოვაჩინე მატლი ამ ცოტა ხნის წინ :(
10:52 / 25-11-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?