"აი რატომ არ ვუშლი ჩემს მოზარდ შვილებს ალკოჰოლს" - ამერიკელი დედის საინტერესო მიდგომა მავნე ჩვევების მიმართ
"აი რატომ არ ვუშლი ჩემს მოზარდ შვილებს ალკოჰოლს" - ამერიკელი დედის საინტერესო მიდგომა მავნე ჩვევების მიმართ
ამერიკელმა ჟურნალისტმა ჯენ კარენტიკმა სოციალურ ქსელში თავისი, როგორც მშობლის დამოკიდებულება დააფიქსირა მოზარდების ალკოჰოლით გატაცებაზე. პოსტმა "აი, რატომ არ ვუშლი ჩემს შვილებს დალევას" - ძალიან ბევრი მოწონება დაიმსახურა. ბუნებრივია, იყვნენ მოწინააღმდეგენიც, მაგრამ ვფიქრობთ, ჯენის ხედვაში ბევრი რამ დამაფიქრებელია.
წარმოგიდგენიათ დედა, რომელიც არ უშლის მოზარდ შვილს, რომ დათვრეს... იგივეა დედა, რომელიც მოზარდ შვილს სიგარეტის მოწევას არ უშლის... რით ამართლებენ ეს დედები თავიანთ დამოკიდებულებას და რატომ მოიპოვა ჯენის პოსტმა დიდი მოწონება?

გთავაზობთ ჯენ
კარენტიკის წერილს:
"ოდესღრაც ჩვენც ვიყავით მოზარდები. ზოგი ჩუმ-ჩუმად მოვიხმარდით სიგარეტსა და ალკოჰოლს, ზოგიც - არა. მაგრამ სიმართლეს ვერ გაექცევი - ალკოჰოლი თანამედროვე კულტურის ნაწილი გახდა, ყოველ შემთხვევაში, ამერიკაში ასეა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს, მაინც ათასობით მოზარდი მოიხმარს ყოველდღიურად ალკოჰოლს.
ამიტომაც არ ვაპირებ რეალობის იგნორირებას და თვალების დაბრმავებას იმის ძახილით, რომ "გადაგვარდა ეს ქვეყანა". მოზარდები ადრეც სვამდნენ და ყოველთვის არღვევდნენ წესებს. არც დღევანდელობაა გამონაკლისი. მირჩევნია რეალობას ჩავხედო თვალებში და შვილებმა თავიანთი საქმეების კურსში მამყოფონ, როცა
დალევას აპირებენ და აი რატომ:

1. რაც მეტად უკრძალავთ რაიმეს, მით მეტია მისადმი ლტოლვა. კოლეჯშიც ვასწავლი და ვიცი, ყველაზე დაბლა ეცემიან მათი შვილები, ვისაც ოჯახში იდეალური წესრიგი აქვს და პრობლემები არა აქვს.

2. თანამედროვე სამყაროში შვილის გაკონტროლება შეუძლებელია. ჯობია შეაჩვიოთ და დაეხმაროთ რეალობასთან ადაპტაციაში, ვიდრე აკრძალვები დაუწესოთ ან მისი იგნორირება მოახდინოთ.

3. ჩვენმა შვილებმა იციან, რომ ნებისმიერ დროს შუძლიათ დახმარება გვთხოვონ. მირჩევნია ჩემმა ქმარმა რწყევის დროს შუბლი დაუჭიროს, ვიდრე იგივე სადღაც ბნელ კუთხეში ჩაიდინოს, რადგან მთვრალს სახლში მოსვლის შეეშინდება.

4. მირჩევნია ახლა შეცდნენ, სანამ გვერდით ვყავართ და შეცდომის გამოსწორებაში დახმარება შეგვიძლია, ვიდრე მერე, კოლეჯში რომ ჩააბარებენ და ჩვენგან შორს იქნებიან. გაქვთ სტატისტიკური მონაცემები სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შესახებ? შოკისმომგვრელი სტატისტიკაა. ბავშვები, რომლებმაც ეს-ესაა თავი დააღწიეს მშობელთა კონტროლს, თავდავიწყებით ეშვებიან გართობის მორევში და ხშირად ეს ალკოჰოლური მოწამვლით სრულდება.
ისე არ გამიგოთ, თითქოს მათ სტუმრებს შინ მივიღებ დ ჩემი ხელით დავუსხამ სასმელს. არა, ჩემი პოზიცია მარტივია: ალკოჰოლი მტერია, მაგრამ ამ მტერთან შეხვედრა გარდაუვალია. უბრალოდ გულწრფელები ვიყოთ: თავს არ გაჩვენებთ, რომ სამყარო ფერიებით და ვარდისფერი პონებითაა სავსე, თქვენც ნუ ითამაშებთ "მოვატყუოთ დედას".
ჯერჯერობით ასეთი მიდგომა ამართლებს - ჩემი შვილები თანატოლებთან შედარებით გაცილებით იშვიათად თვრებიან.
3946
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
eka
0
აი ეს მესმის :)
14:48 / 31-01-2016
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```