როცა საქმე ჰიგიენის დაცვას ეხება, ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო საცვლების მოვლის საკითხია როცა საქმე სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვას ეხება, ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო საცვლების მოვლის საკითხია. როგორ უნდა ირეცხებოდეს ქვედა საცვლები, რამდენ ხანს შეიძლება მათი გამოყენება და სჭირდება თუ არა გაუთოვება? ყველა ამ კითხვას ყველა დედა ინდივილუარად, საკუთარი შეხედულებით წყვეტს. სინამდვილეში რა არის სწორი და რას ვაკეთებთ არასწორად.
* საცვლები ჯობია ხელით გარეცხოთ, მით უმეტეს, ქვედა საცვლები. ამ დროს ბავშვისთვის ცალკე თასი (თუ ონკანის ქვეშ არ რეცხავთ) და სარეცხი საპონი ან ბავშვის საპონი გამოიყენეთ. გასაპნეთ ქსოვილი და რამდენიმე წუთით გააჩერეთ. დიდი დრო დაუთმეთ გავლებას.
* გარდერობში დაახლოებით 10-15 საცვალია საჭირო. რეცხვის სიხშირიდან გამომდინარე, დაახლოებით 3-5 თვეში საცვალი უნდა გადააგდოთ.
* ეცადეთ ძირითადად ნატურალური ბამბის ქსოვილის ტრუსები გამოიყენოთ. ისინი უკეთ უძლებს ცხელ წყალსა და ხელით რეცხვას.
* საჭიროა თუ არა გაუთოვება? ბევრს მიაჩნია, რომ თანამედროვე სარეცხი საშუალებები ისე უმკლავდება მიკრობებს, რომ უთო საჭირო აღარ არის. სინამდვილეში ასე არ არის. სტერილიზაციისა და მიკრობების გასანადგურებლად მხოლოდ რეცხვა საკმარისი არ არის, გაუთოვება აუცილებელია.
* ცალ-ცალკე უნდა ირეცხებოდეს ბავშვების საცვლები - ჯერ ერთისა და მერე - მეორის (და ა.შ., რამდენი ბავშვიც არის). და ყოველ ჯერზე საპონს წყალი კარგად გადაავლეთ.
* ხშირად დედები სარეცხ მანქანაში რეცხავენ საცვლებს, სხვა ტანსაცმელთან ერთად. ისეც ხდება, უფროსების ტანსაცმელთან ერთად რეცხავენ. ეს დაუშვებელია!
* და კიდევ ერთი აუცილებელი პირობა - სარეცხ მანქანაში არ უნდა ირეცხებოდეს უფროსების ქვედა საცვლები და წინდები, ისინიც ჯობს, ხელით გარეცხპთ, ცალკე საპნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაქტერიები საცვლებიდან ბავშვების ტანსაცმელზე გადაინაცვლებენ.