როგორ გავფცქვნათ და რაში გამოვიყენოთ კოჭა, იგივე ჯანჯაფილი
როგორ გავფცქვნათ და რაში გამოვიყენოთ კოჭა, იგივე ჯანჯაფილი
კოჭა, იგივე ჯანჯაფილი, ბოლო დროს საკმაოდ პოპულარულია და მას ლამის ყველანაირ კერძს უმატებენ, გასახდომად იყენებენ და სამკურნალო საშუალებებს შორისაც ასახელებენ. მას საუცხოო არომატი და გემო აქვს. სხვათ შორის, ძალიან კარგ გემოს ანიჭებს პასკასა და კულიჩს. უგემრიელესია მისი ჩაიც. გაფცქვნილ კოჭას პატარა ნაჭერს დასხით მდუღარე წყალი და 2-3 წუთით გააჩერეთ. გადაწურეთ და ჩაი მზად იქნება.
კოჭა შეიცავს ბევრ ვიტამინსა და სასარგებლო ნივთიერებას. მის შემადგენლობაში შედის: მაგნიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, კალიუმი, ქრომი, რკინა, ალუმინ ნიკოტინის მჟავა, ვიტამინი С, ცხიმები, ალუმინი, და სხვ. ასევე
შეიცავს ამინომჟავებს. ის დაბალკალორიულია: 100 გრ ფესვი შეიცავს 80 კილოკალორიას, ამიტომაც აქტიურად იყენებენ დიეტის დროსაც.

კოჭა გამოიყენება არაერთი დაავადების საპროფილაქტიკოდ. დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. აქვს ნაღვლმდენი მოქმედება. იგი გამოყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებს იმუნიტეტს. გამოიყენება ასევე პარაზიტების სამკურნალოდ, ბრონქიალური ასთმის, ჭრილობების, თირკლმლებისა და კანის დაავადების დროს.

განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე, ამაგრებს და ასუფთავებს მის კედლებს, აუმჯობესებს მეხსიერებას, დაბლა სწევს წნევას. კარგად მოქმედებს შრომისუნარიანობაზე. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ძალების მოზღვავებასა და სიმხნევეს შეგმატებთ. არის პროფილაქტიკური საშუალება თრომბის წარმოქმნისა და ინსულტის დროს. კოჭა ხსნის ტკივილს სახსრებში, კუნთებში, არის დამხმარე საშუალება რევმატიზმის,
ართრიტისა და ართროზის მკურნალობის დროს.

განსაკუთრებით სასარგებლოა კოჭა ქალებისათვის. დადებითად მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე, ეხმარება ორსულებს ტოქსიკოზის დროს: ხსნის ღებინებას, თავბრუსხვევას და სისუსტეს. სწორედ ამიტომ რეკომენდებულია არა მხოლოდ ორსული ქალებისთვის, არამედ ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ ე.წ. "ზღვის ავადმყოფობა". მიჩნეულია, რომ კოჭა ეფექტურია სიმსივნის პროფილაქტიკისათვის. ის აფერხებს მის ზრდას. რეკომენდებულია კოჭას პატარა ნაჭრის ჩაღეჭვა ყოველი ჭამის შემდეგ. მისი არომატი მოქმედებს უკეთესად, ვიდრე ნებისმიერი საღეჭი რეზინა და გაგათავისუფლებთ არასასიამოვნო სუნისგან პირის ღრუში.
mshoblebi
მართალია ყოველმხრივ სასარგებლოა, სამაგიეროდ საშინელი გასაფცქვნელია. მისი გაფცქვნა რომ არასდროს დაგეზაროთ, ამ მარტივ ხერხს გასწვლით. მოიმარჯვეთ ჩაის კოვზი და კოჭას გაფხეკა სცადეთ. საკმაოდ ადვილად გასუფთავდება.
15543
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?