რა მოსდის სხეულს სიმაღლიდან გადმოვარდნისას და როდის აქვს გადარჩენის შანსი
რა მოსდის სხეულს სიმაღლიდან გადმოვარდნისას და როდის აქვს გადარჩენის შანსი
უკანასკნელი წლების განმავლობაში მაღალი შენობიდან გადმოვარდნის შედეგად ბევრი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვებიც, თინეიჯერებიც და ზრდასრულებიც. მიზეზი ხან უბედური შემთხვევაა, ხანაც თვითმკვლელობა. ყველა შემთხვევა ბუნებრივია, არც ხმაურდება, არადა არც თუ ისე იშვიათია მსგავსი ფაქტები.
სულ ახლახან ცნობილი მსახიობის, შორება ბეგაშვილის 14 წლის შვილი გადმოვარდა ფანჯრიდან. საბედნიეროდ, როგორც იშვიათ შემთხვევებში ხდება, გოგონა გადარჩა, თუმცა ყველას არ უმართლებს ასე. არაერთი მცირეწლოვანო გადმოვარდა მაღალი სართულიდან და დაიღუპა. ბევრმა ახალგაზრდამ კი სწორედ ამ გზით
არჩია დაესრულებინა სიცოცხლე. რა ხდება სხეულში, როცა სიმაღლიდან ეცემა, როდის არის გადარჩენის შანსი და რა შეცდომა არ უნდა დავუშვათ, სანამ ჩამოვარდნილის დასახმარებლად სასწრაფო დახმარება მოვა.

სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მიღებული დაზიანების სიმძიმე დამოკიდებულია პირველ რიგში ვარდნის სიმაღლეზე და ზედაპირზე, რომელზეც დაეცემა. რა თქმა უნდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რა პოზაში დაეცა დაზარალებული. ზურგზე დაცემისას გადარჩენის და ნაკლებად დაზიანების შანსი მეტია, თუმცა თუ ა
დამიანი 25 ან მეტი მეტრ სიმაღლიდან გამოვარდა, დაცემა ყოველთვის გარდაცვალებით მთავრდება.

რა ემართება სხეულს

სიმაღლიდან ჩამოვარდნილი ადამიანი დაცემიდან რამდენიმე წამში ან წუთის განმავლობაში იღუპება. თუ სხეული თავით დაეცა, გადარჩენის შანსი არ არსებობს. თუ ფეხებით დაეცა, პირველ რიგში მუხლის ძვლები იმტვრევა, რომლებიც კუნთოვან ქსოვილებს გლეჯს და გარეთ გამოდის. შემდეგ თეძოს ძვლები ტყდება და ზურგის ტვინის მთლიანობა ირღვევა. ზიანდება სხეულის თითქმის ყველა ორგანო, სკდება ფილტვები, იწყება შინაგანი სისხლდენა. პირველ წამებში ადრენალინის მოჭარბების გამო ადამიანი ტკივილს ვერ გრძნობს. ყველაფერი იმდენად სწრაფად ხდება, თითქოს ეიფორიაშია. თუ პირველ წამებში გადაურჩა სიკვდილს, ჯოჯოხეთური ტკივილი ეწყება, რომელიც გონებას აკარგინებს. ზოგჯერ ძლიერი შიშის გამო ჯერ კიდევ ჰაერში კარგავს გონებას და აზრზე მოუსვლელად იღუპება.

როგორ დავეხმაროთ

დაცემული სხეული არავითარ შემთხვევაში არ გადმოაბრუნოთ. შეუმოწმეთ პულსი და სუნთქვა (კისერზე თითის დადებით).მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პულსი არ აქვს, გადმოაბრუნეთ და ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეთ.
თუ ადამიანი სუნთქავს, ამ შემთხევაში მისი გადმობრუნება არ სცადოთ. თუ ღია, სისხლმდენი ჭრილობა აქვს, აკურატულად, სხეულის გამოძრავების გარეშე სცადეთ შეჩერება და დაელოდეთ სასწრაფოს.

რჩევები მშობლებს
mshoblebi
დაუჯერებელია, მაგრამ უამრავი უბედური შემთხვევა მშობლის გაუფრთხილებლობით ხდება. საშიში ასაკი 1 წლიდან იწყება (ზოგ შემთხვევაში უფრო ადრე). ბავშვებს მუდამ იზიდავთ ფანჯრები: აინტერესებთ რა ხდება ქუჩაში, უკეთ რომ დაინახონ რაფაზე ადიან.
2 წლის ბავშვი უკვე იმდეს ფიქრობს, რომ რაფაზე ასაძრომად სკამის გამოყენება შეუძლია. შემდეგ გააღებს ფანჯარას და ტრაგედიაც სახეზეა.
იმისათვის, რომ ბავშვს რაფაზე ასვლის სურვილი დაეკარგოს, განათავსეთ მასზე ყვავილები, წიგნები და აუხსენით პატარას, რომ მათ არ მიეკაროს. ოთახში ისეთი სკამები შეარჩით, რომლებსაც ბავშვი ვერ აიღებს და მიაჩოჩებს.
თუ პირველ სართულზე ცხოვრობთ, უმჯობესია, ასფალტის ნაცვლად ფანჯრების ძირში ბუჩქოვანი მცენარეები გააშენოთ, რათა ვარდნიში შემთხვევაში ბავშვი ნაკლებად დაზიანდეს.
არასდროს გადაეყუდოთ რაფაზე, არც ჩამოჯდეთ მასზე ბავშვის თანდასწრებით. პატარა ხომ უფროსებისგან იღებს მაგალითს.
დაბოლოს, ნუ დატოვებთ პატარას ოთახში მარტოს, 2-3 წუთშიც კი მას უამრავი საშინელების ჩადენა შეუძლია.

28451
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ვახო-ს
0
რა უფლის ხელის მტევანზე? რა სისულელეს წერთ????
08:47 / 26-07-2017
vaxo
6
25 metridan vardna koveltvis dagupvit ar mtavrdeba. Ubralod mfarveli angelozi ifaravs patarebs, arafers vigoneb ...2016 clis 2 dekembers 2 clis chemi shvili IX sartulidan gadmovarda da uflis xelis mtevanze daeca da meormoce dges chveul cxovrebas daubrunda, kvelaferi gvtis nebaa
07:04 / 26-07-2017
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?