3 რამ, რაც მოსწავლის დედამ აუცილებლად უნდა იცოდეს
3 რამ, რაც მოსწავლის დედამ აუცილებლად უნდა იცოდეს
ბავშვის სკოლაში შეყვანას აპირებთ? ჩვენ გეტყვით, რა უნდა იცოდეს მოსწავლის დედამ.
სწორედ სკოლაში სწავლის დროს ბავშვს ნაკლები სძინავს, იშვიათადაა სუფთა ჰაერზე, ნაკლებს თამაშობს და გაურკვევლად იკვებება.
ამიტომ, დედა მუდმივად ყურადღებით უნდა იყოს, აკონტროლოს კვებსა და ძილის რეჟიმი (პირველკლასელები უნდა იძინებდნენ არაუგვიანეს 21:00 საათისა). მანამდე კი ნახევარი საათი მაინც უნდა გაატარონ სუფთა ჰაერზე.
1. კვება
საუზმე- აუცილებელია. მართალია, ბევრი დედა ვერ ასწრებს დილით ადრე საუზმის მომზადებას ან ბავშვი არ ჭამს დილით,
მაგრამ თქვენ გამონაკლისი უნდა იყოთ. გახსოვდეთ, თქვენს აქტიურობაზე შვილის ჯანმრთელობაა დამოკიდებული. პირველ საკვებად მოუმზადეთ: ფაფა, მიუსლი, ხაჭო, მაჭკატები, ბუტერბროდი, ომლეტი, ერბოკვერცხი, თევზი ან ღვეზელი. დასალევებიდან: ჩაი, კაკაო რძით. ჭამისას არ ააჩქაროთ ბავშვი.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა საუზმობამდე ცოტათი ადრე გაიღვიძოს, რათა გამოფხიზლდეს, სათანადო დრო დაუთმოს ვარჯიშს ან წყლის პროცედურებს. თუ ამ ყველაფერს შეასრულებს, მადაც მოემატება.
იზრუნეთ ადრეთვე მეორე საუზმეზე: ბავშვს თან გაატანეთ სასარგებლო ბუტერბროდი, შინ მომზადებული ნამცხვარი, ღვეზელი ან ფუნთუშა; ვაშლი, მსხალი, სტაფილო ან კიტრი. სასმელებიდან: ჩაი კომპოტი, წვენი ან უბრალო, უგაზო წყალი.

იხილეთ ასევე:
აი, რა შეგიძლიათ აჭამოთ მოსწავლეს საუზმეზე - სასარგებლოა და შიმშილი დიდხანს არ შეაწუხებს

მოსწავლე და საუზმე - როგორ დავუგეგმოთ
ბავშვს დილის მენიუ

თასმების შეკვრას რაც მალე ასწავლით, მით უფრო ცოტა დრო დაეხარჯება მოწესრიგებაში. ამისთვის იხილეთ ვიდეოგაკვეთილი
ასწავლეთ ბავშვს თასმების შეკვრა მარტივად!
mshoblebi


2. მოსწავლემ უნდა გამოიძინოს, ისეირნოს და დაისვენოს
გონებრივი სამუშაო ფიზიკურ აქტივობას უნდა შეენაცვლოს, მაგ., ფიზკულტურას. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დღეში 3, 3-5 საათი უნდა ისეირნონ, უფროსებმა- 2.
პირველკლასელებს, თუ ატყობთ, რომ სკოლის რეჟიმი ღლით, შუადღისას უნდა ეძინოთ. როგორც წესი, 6-7 წლის ბავშვს უნდა ეძინოს არანაკლებ 9 საათისა .
საშიანო დავალების შესრულების ყველაზე საუკეთესო დროა 15-16 საათი.
მოსწავლე დასაძინებლად 10 საათზე გვიან არ უნდა დაწვეს.

იოგის სახალისო გაკვეთილები დედა-შვილისთვის(VIDEO)
კომპიუტერი და ტელევიზორი
ბავშვისთვის საშიშროებას წარმოადგეს მონიტორის ან ეკრანის წინ გაუნძრევლად ჯდომა...
ეკრანთან უწყვეტად გატარებული დროის ლიმიტი
პირველი კლასელისთვის- 10 წუთი;
2-5 კლასის მოსწავლეებისთვის- 15 წუთი;
6-7 კლასის მოსწავლეებისთვის- 20 წუთი;
8-9 კლასის მოსწავლეებისთვის- 25 წუთი;
უფროსკლასელებისთვის- 30 წუთი.
ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ 10 (15, 20 და ა.შ. გააჩნია მოსწავლეს ასაკს) წუთში ერთხელ ბავშვი სამუშაო, დასასვენებელი ადგილიდან უნდა ადგეს, გაიარ-გამოიაროს, გააკეთოს მსუბუქი, სხეულისა და თვალების ვარჯიში (თვალი დაახამხამოს, წრეზე დაატრიალოს თვალები ჯერ ერთი, მერე მეორე მიმართულებით და გაიხედოს შორს).
ბავშვს აგრეთვე შეუზღუდეთ ტელევიზორის ან მონიტორის ჯდომა ძილის წინ
25760
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
sofoa
0
გეტანმებიტ სოფო, საბავშვო ბაღებშიც იგივე სიტუაციაა,რა გვეშველება. ახალი კორპუსები და მთEლი ქვეყნის მაშტაბით ხალხის თბილისში მიგრაციაა,,,, კანალიზაციის მილი აღარ ყოფნის უკვე ქალაქა იმდენად დიდი გახდა, ჩინური თბილისი!
16:57 / 14-09-2016
სოფო
0
ამ სტატიაზე მნიშვნელოვან საკითხზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება. დიდ დიღომში I და II მიკრო რაიონში არის ერთი საჯარო სკოლა #186. ამ ორ მიკროს ემატება ახალი კორპუსები და კერძო დასახლება. წელს, განათლების მინისტრის და მისი მოადგილის წყალობით, ჩემი შვილი და კიდევ 200 სხვისი შვილი წავა სკოლაში. წარმოიდგინეთ მინიმუმ 8 პირველი კლასი იქნება 2016 წ. სკოლაში. წელს დირექტორს თავისი "კაბინეტი" დაატოვებინეს (დირექტორის სიტყვებია) მისი მოადგილე კი წუხს, რომ "ბუფეტი" არ ექნებათ წელს. მე კიდევ ვწუხვარ, ვინ და როგორ დაიმორჩილებს 200 ბავშვს, რომელთა ასაკი 6-7 წელია. ან რა ხარისხის განათლებას მიიღებენ ჩვენი შვილები (ან 2017 წელს სად წაიყვანენ მომავალ პირველ კლასელებს). განათლების ახალ მისნისტრს მინდა მივმართო: ბატონო ალექსანდრე, სამწუხაროდ არ მაქვს კერძო სკოლაში გადასახდელი ფული. ზემოთ აღწერილ სიტუაციაში (თუ დირექტორისა და მისის მოადგილის განწყობას გავითვალისწინებთ), ბავშვებს არ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ისეთი ზოგადი განათლება, რომლითაც ჩვენი ქვეყანა უნდა წარსდგეს მსოფლიო ასპარეზზე, ჩვენმა შვილებმა კი შეიქმნან მომავალი. თამარ სანიკიძე დაგვპირდა, რომ დიდ დიღომში 2 წელიწადში ახალი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე სკოლა აშენდება. ბატონო ალექსანდრე, თქვენ იცით კარგი განათლების ფასი. ისიც იცით, რომ კარგი სპეციალისტების დეფიციტია დღეს ქვეყანაში. პროფესიონალად ჩამოყალიბებაში კი ლომის წვლილი ზოგად განათლებასა და სკოლას მიუძღვის. გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ, ნუ გაწირავთ ამდენ ბაშვს და ოჯახს. ჩვენს შვილებს აქვთ უფლება მიიღონ განათლება (არა ისეთი, როგორიც ცნობილ 90-იანებში იყო). დაიწყეთ საქმიანობა სკოლების შენებით. დაიცავით ბავშვების კონსტიტუციური უფლება მიიღონ კარგი განათლება საჯარო სკოლებში. შეიძლება ზუსტად ამ 200 ბავშვი იყოს ის ვის ხელითაც დაიწერება თქვენი მოღვაწეობის ისტიორია. მიეცით მას საშუალება თქვენზე მხოლოდ საუკეთესო წეროს.
14:37 / 07-06-2016
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```