ექიმ კომაროვსკის 13 "ჭეშმარიტება" მშობლებისთვის
 ექიმ კომაროვსკის 13 "ჭეშმარიტება" მშობლებისთვის
ქართველი მშობლებისთვის, ისე როგორც მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, კარგად არის ცნობილი ექიმი ევგენი კომაროვსკი. პედიატრი, მედიცინის კანდიდატი, ტელეწამყვანი და არაერთი წიგნის ავტორი ხშირად არღვევს საყოველთაოდ გავრცელებულ მითებს ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ყველასთვის გასაგებ ენაზე იძლევა რჩევებს ყველაზე აქტუალური პრობლემებისთვის. სწორედ ამით გახდა ის მშობლოებისთვის სანდო და პოპულარული მეგზური. გთავაზობთ ექიმ კომაროვსკის 13 ცნობილ "ჭეშმარიტებას".

  1. პლანეტის მოსახლეობის 100%-მა იცის, როგორც "გააკეთოს" ბავშვი. სამწუხაროდ, 99%-ს წარმოდგენაც არა აქვს, რა მოუხერხოს ბავშვს შემდეგ.
  2. მამის
    მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს დედის ფსიქოლოგიურო წონასწორობა და სიმშვიდე. სწორედ მამამ უნდა გასცეს პასუხი ნათესავებსა და მოკეთეებს, სანამ დედა ჩვილი ბავშვითაა დაკავებული
  3. ბედნიერი ბავშვი - ეს პირველ რიგში ჯანმრთელი ბავშვია და მხოლოდ ამის შემდეგ წიგნიერ-ნიჭიერ-დამჯერი.
  4. ბედნიერია ბავშვი, რომლის მშობლები მხოლოდ შვილის სიყვარულისთვის კი არა, ერთმანეთის სიყვარულისთვისაც იცლიან.
  5. პედიატრების სიმრავლითა და პროფესიონალიზმით ბავშვთა ჯანმრთელობის პრობლემები ვერ გადაიჭრება. დედას და მამას მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე მთელი ქვეყნის პედიატრებს ერთად.
  6. ბავშვს არავის ვალი არ აქვს.
  7. მშობლებს, რომლებიც ბავშვის ხშირ ავადობაზე შემომჩივიან, ვურჩევ ძაღლი გაიჩინონ - მხოლოდ ძაღლი თუ აიძულებს 2 ზრდასრულ ადამიანს ყოველდღე ორჯერ გავიდეს სასეირნოდ ბავშვთან ერთად.
  8. თუ ბავშვი მთელი წელი ავადმყოფობდა, სუფთა ჰაერზე ხშირად ვერ გადიოდა და სადარდებელიც ჰქონდა, ჯობია
    დასასვენებლად სოფელში წაიყვანოთ, ვიდრე ზღვაზე, თუნდაც 5-ვარსკვლავიან სასტუმროში. სოფელში გატარებული 3 კვირა მთელი წლით გაუმყარებს იმუნიტეტს.
  9. ჯანმრთელი ბავშვი გამხდარი და მოუსვენარი უნდა იყოს.
  10. ბავშვების უმრავლესობა ჯანმრთელი იბადება. მხოლოდ მშობლები და მედიცინის მუშაკები აკარგინებენ მას.
  11. პამპერსი ბავშვს არ სჭირდება. პამპერსები დედებისთვის მოიგონეს.
  12. ოჯახი ბავშვის კი არა, ოჯახის ინტერესების შესაბამისად უნდა ცხოვრობდეს. ვერ წარმომიდგენია, ჩემს შვილს ვინმემ შოკოლადი აჩუქოს და ის ჩვენ არ გაგვინაწილოს.
  13. არ აქციოთ ბავშვი სამყაროს ცენტრად. მოახერხეთ, რომ მთელი თქვენი ოჯახი გახდეს სამყაროს ცენტრი.
151365
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
1
კომაროვსკი, თანამედროვე სამყაროს მედიცინის ენით ქადაგებს სულ და ეს სტატია , თარგმანში გაჭედილ ბლოგერს ეკუთვნის ალბათ
08:06 / 07-07-2018
ლიკა
0
გაიხარეთ. კარგი სტატიაა.
17:09 / 28-04-2017
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```