წარმოგიდგენთ რამდენიმე ხერხს, რასაც ექიმები შეკრულობის დროს ურჩევენ კუჭის შეკრულობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა ბავშვებში. როცა ბავშვს იგი სისტემატურად აწუხებს, ძლიერი სტრესის მიზეზიც ხდება არამარტო პატარისთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის. წარმოგიდგენთ რამდენიმე ხერხს, რასაც ექიმები შეკრულობის დროს ურჩევენ
1. პრობლემის ერთ-ერთ მომგვარებლად შეიძლება "ჰერკულესის" ფაფაც ჩაითვალოს, თუმცა არა ტრადიციულად, არამედ სპეციალური ხერხით მომზადებული. წყალზე მოხარშულ ფაფას დაამატეთ 2 სუფრის კოვზი უმი სიმინდის ზეთი და 2 სუფრის კოვზი გახეხილი ვაშლი. ამ ფაფით ბავშვი სისტემატურად ასაუზმეთ.
2. სადილსა და ვახშამს მოაყარეთ 1 ჩაის კოვზი სპეციალურად დაფქული და გაცრილი ქატო. მისი შოვნა შეიძლება როგორც ცენტრალური საავადმყოფოების პროქტოლოგიურ განყოფილბებში, ასევე ზოგიერთ აფთიაქში.
3. საკმაო ეფექტს იძლევა უზმოზე მიღებული ვაშლისა და სტაფილოს წვენების ნარევი.
4. შავი ქლიავის ჩირი და წყალგარეული მაწონიც ასევე გამოცდილ და ეფექტურ საშიუალებებად მიიჩნევა.
5. ერიდეთ ექიმის დანიშნულების გარეშე კუჭში გამხსნელი პრეპარატების გამოყენებას. ისინი ერთგვარად "აზარმაცებენ" ნაწლავებს. შედარებით თამამად შეგიძლიათ მიმართოთ გლიცერინის სანთლებს.
რა თქმა უნდა, როცა ბავშვს შეკრულობა აწუხებს, მკურნალობა ექიმისგან უნდა დაიწყოთ, თუმცა ზოგჯერ სერიოზული დარღვევა ანალიზებში არ ფიქსირდება, ბავშვი კი მაინც წვალობს. სწორედ ასეთ დროს გამოგადგებათ ეს რჩევები