მთავარი საშიშროებები ბავშვებისთვის - ეს მშობლებმა უნდა იცოდნენ!
მთავარი საშიშროებები ბავშვებისთვის - ეს მშობლებმა უნდა იცოდნენ!
ბავშვთა დაცვის საკითხებში მომუშავე პროფესიონალებმა შეადგინეს ბავშვთა ხიფათების ე.წ. რეიტინგი. ყველაზე დიდ საფრთხეს ამ რეიტინგით წარმოადგენს საგზაო შემთხვევები, რომელთა დროსაც ბავშვები იღუპებიან - როგორც ქვეითად მოსიარულენი, ისე მანქანაში მსხდომნი. ასევე არ შეიძლება ბავშვის მარტო დატოვება მანქანაში, რაც ხშირად იწვევს მის გადახურებას, უჰაერობისაგან მოხრჩობას, გახსოვდეთ: "მანქანა არის მაღალი საშიშროების მქონე სატრანსპორტო საშუალება".

მეორე ადგილზეა - საყოფაცხოვრებო ტრავმები. როდესაც ბავშვი უმეთვალყურეოდ არის დატოვებული. ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით საყურადღებოა ღია ფანჯრები. ბევრი ბავშვი ვარდება ფანჯრიდან და შემთხვევათა უმრავლესობა მთავრდება.

მესამე ადგილზეა ბავშვების კონტაქტი უცხო ადამიანებთან. გამტაცებლებმა,
მოძალადეებმა კარგად იციან, თუ როგორ შევიდნენ ბავშვებთან კონტაქტში და როგორ განახორციელონ თავიანთი საზარელი ქმედებები. ამიტომ უცხო ადამიანებთან კონტაქტისთვის ბავშვი უნდა მოამზადოთ. 

მეოთხე ადგილზე ნარკოტიკებია. ნარკოტიკების მომხმარებელი მოზარდების რიცხვმა ბოლო წლებში მკვეთრად მოიმატა.

კიდევ ერთ საშიშროებას ბავშვებისა და მოზარდებისთვის წარმოადგენს უკონტროლო ურთიერთობა სოციალურ ქსელში. სხვადასხვა სახის კვლევამ გვაჩვენა, რომ არასრულწლოვანთა მინიმუმ 30% კიბერბულინგის მსხვერპლი გახდა.

მეექვსე ადგილზე რისკის შემცველი სელფებია. სარისკო სელფების დროს დაშავებული ბავშვების რაოდენობა იმატებს ზაფხულის არდადეგების პერიოდში. ექიმი- რეაბილიტოლოგები აღნიშნავენ, რომ ორიგინალური სელფების გადაღების სურვილი ბავშვებს უბიძგებს სარისკო ექსპერიმენტებისკენ: ბავშვები ადიან მოძრავი მატარებლის სახურავზე, ხტებიან ხიდიდან და ა.შ.

ჩამონათვალი მთავრდება საფრთხის შემცველი სათამაშოებით. სათამაშოები, რომლითაც დღევანდელი ბავშვები თამაშობენ, ნამდვილად არ არის უსაფრთხო. ზოგიერთმა შეიძლება ბავშვს ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენოს, ზოგიერთმა კი ფიზიკური. პირველ რიგში, საუბარი ეხება მაგნიტურ კუბებს, კონსტრუქტორებს, ჯაჭვებს. თუ ბავშვი გადაყლაპავს მაგნიტის დეტალებს, ისინი საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრისას მიიზიდავენ ერთმანეთს, რაც მოითხოვს დაუყოვნებლივ ოპერაციულ ჩარევას.
ფსიქოლოგები ასევე სერიოზულად არიან შეშფოთებულები აგრესიული სათამაშოებით, თოჯინებით, მონსტრებით, რომლებიც ნეგატიურ ზემოქმედებას აყენებენ ბავშვის ფსიქიკას.
12482
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```