ყურადღება!
თუ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ ძალებში, ვერ გრძნობთ ფეხქვეშ მიწას - იყვირეთ, მოუხმეთ საშველად სხვებს და თქვენი ენთუზიაზმით ნუ მოამრავლებთ წყალში დამხრჩვალთა რიცხვს!
გადაუდებელი დახმარებისთვის უპირველესი ამოცანა - რაც შეიძლება სწრაფად ამოვიყვანოთ წყლიდან ბავშვი.
თუ ბავშვს არა აქვს სიცოცხლის ნიშნები:
- დააწვინეთ ზურგზე;
- მოაშორეთ ტანსაცმელი, რომელიც უშლის;
- ჩაუტერეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია, რაც გამოიყვანს ორგანიზმს კლინიკური სიკვდილიდან.
რეანიმაციული ღონისძიებები სამი ეტაპისგან შედგება:
- გულის მასაჟი;
- სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენა;
- ხელოვნური სუნთქვა.
დაარტყით ზურგზე ხელი.
თუ დაშავებული სუნთქავს/ახველებს/ამოძრავებს კიდურებს/ აქვს ღებინება:
მიეცით საშუალება მიიღოს მისთვის მოსახერხებელი მდგომარეობა ან დააწვინეთ გვერდზე;
არც ერთი წუთით არ მოადუნოთ ყურადღება: შეიძლება მდგომარეობა დამძიმდეს ნებისმიერ მომენტში;
• გახადეთ სველი ტანსაცმელი;
• გაათბეთ ინტენსიურად - მარტო მშრალად კი არ შეახვიოთ, არამედ თუ ხელმისაწვდომი იქნება, გამოიყენეთ გამათბობელი საშუალებები: ელექტრო სათბური, ფენი, თბილი ოთახი, დაანთეთ ცეცხლი და დააწვინეთ ახლოს.
• თუ ბავშვი გონებაზეა, ( შეუძლია დაჯდომა) და არ აქვს ღებინება, სასურველია პატრა ყლუპებით დაალევინოთ თბილი ჩაი, კომპოტი.
ყურადღება!
როგორი
პროფილაქტიკა
• ასწავლეთ ბავშვებს ცურვა.
• მათ, ვინც უკვე იცის ცურვა, ასწავლეთ წყალზე დასვენება.
• გამოიყენეთ თანამედროვედ აღჭურვილი სანაპიროები.
• ბავშვის ნებისმიერი მოძრაობა წყლისკენ, უფროსთან უნდა იყოს შეთანხმებული.
• დაუშვებელია უფროსების ზედამხედველობის გარეშე ბავშვების დატოვება ცურვის ცოდნის შემთხვევაშიც კი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზედამხედველმა იცოდეს ცურვა და იყოს ფხიზელ მდგომარეობაში.
• არ იცურაოთ დიდხანს ცივ წყალში.
• კატეგორიულად დაუშვებელია ბავშვისთვის ჩაყვინთვა, თუ მან არ იცის ცურვა.
• არ მისცეთ უფლება ტივტივას იქით ცურვისა.
• მკაცრად გააფრთხილეთ თამაშისა და ხუმრობისთვის - "მიშველეთ, ვიხრჩობი" და ა. შ.
• კატეგორიულად აუკრძალეთ სიმაღლიდან ხტომა წყალში.
• არ დაუშვათ, რომ ბავშვი, რომელმაც არ იცის ცურვა, წყალში შევიდეს გასაბერი ჟილეტის, კამერის გარეშე.
• დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ გასაბერი ლეიბების, ნავების მიმართ.
• ბავშვს, რომელიც ზის ნავში, აუცილებელია ეცვას გასაბერი ჟილეტი.
• დაიმახსოვრეთ! აუზში მეტი ბავშვი იხრჩობა, ვიდრე ზღვასა და გაშლილ წყალსაცავებში.
• არ დატოვოთ ბავშვი მარტო არც აბაზანაში და არც აუზში.
• ნუ მიანდობთ უფროს ბავშვებს პატარებს ბანაობის დროს (მდინარეში, აუზში, აბაზანაში).
• ბანაობის შემდეგ მაშინვე დაცალეთ აუზი, ვედრო, ტაშტი.
ჭურჭელი, რომელიც მუდმივად სავსეა წყლით (ვედრო, წყლის საცავი ეზოში), უნდა იყოს თავდახურული და ხელმიუწვდომელი ბავშვისთვის.
შემოფარგლეთ და ჩაკეტეთ ბასეინი, ჭა, აბაზანის ოთახი.