მათ, ვისაც უწევს დიდი ხნით ფეხზე დგომა და სიარული, ეს ინფორმაცია ნამდვილად გამოადგება მათ, ვისაც უწევს დიდი ხნით ფეხზე დგომა და სიარული, ეს ინფორმაცია ნამდვილად გამოადგება. იოდის ბადე (ქუსლებზე) აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ეს კი აგვარიდებს ფეხების შეშუპებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იოდი სხეულის ტემპერატურას მაღლა სწევს. ამიტომ სურდოს დროს, თუ არ არის ფეხების დათბილვის საშუალება, ღამით ქუსლებზე გაიკეთეთ იოდის ბადე და ჩაიცვით თბილი წინდები.
გარდა ამისა, ასეთი პროცედურით შეიძლება გაიგოთ, თუ რა დონეზეა იოდის შემცველობა თქვენს ორგანიზმში. თუ დილით იოდის კვალიც აღარ იქნა ქუსლებზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმში იოდის დეფიციტია და თქვენი რაციონი უნდა გაამდიდროთ ზღვის პროდუქტებით და სხვა იოდის შემცველი ინგრედიენტებით.
როგორ გავიკეთოთ იოდის ბადე?
სანამ იოდს წაისვამთ, დარწმუნდით, რომ არ გაქვთ მასზე ალერგია. ამისათვის ხელის შიგნითა ზედაპირზე წაისვით ზოლად იოდი და დაელოდეთ 15-20 წთ. თუ ეს ადგილი არ გაწითლდა და არანაირი სხვა შეგრძნებები არ დაემატა, ე.ი. ყველაფერი წესრიგში გაქვთ და შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაისხათ იოდი სხეულის ამა თუ იმ ნაწილზე, რადგან მიიღებთ დამწვრობას. ხის ჩხირზე დაახვიეთ ბამბმა, ჩაყავით იოდში და წვრილი ზოლებით დახატეთ ქუსლებზე ბადე - დაახლოებით 1:1 სმ. ექიმის რეკომენდაციით, იოდის ბადის გაკეთება კვირაში მხოლოდ 3-4 ჯერ არის რეკომენდებული.