როგორ გადავატანბინოთ ცხელი ზაფხული პატარას ზაფხული დადგა და ტემპერატურამაც მოიმატა. სიცხე განსაკუთრებით აუტანელი ბავშვებისთვისაა, თუმცა, ჩვენ ვიცით 5 ხერხი, რომელიც მაღალი ტემპერატურის დაძლევაში გამოგადგებათ. პერიოდულად ხელები და სახე ბავშვს ნამიანი პირსახოცით გაუწმინდეთ. თუ ეზოა და გაქვთ აუზის დადგმის საშუალება, აჭყუმპალავეთ, თქვენი მეთვალყურეობით.
სხვა რჩევებსაც გაეცანით.
სამოსი
ბავშვი სიცხეს ადვილად გადაიტანს, თუ თავისუფალი და რაც მთავარია, ნატურალური ქსოვილის სამოსი ეცმევა. უპირატესობა მიანიჭეთ ჩითს, სელს, ბამბას. თან ჯობია ტანზე თავისუფლად ადგეს. არ დაგავიწყდეთ მზის ქუდიც.
ფეხსაცმელი
არანაკლებ მნიშვნელოვანია ფეხსაცმელი. დაივიწყეთ კეტები და წინდები, ღია სანდალი ჩააცვით. ფეხი თავისუფლად იყოს. სახლში შეიძლება, ფეხშიშველმა იაროს.
სასმელი
თავადაც იცით, რომ სიცხეში ადამიანს განსაკუთრებით სწყურია. ამიტომ ბავშვს ხშირად დაალევინეთ არაგაზიანი და არა ძაან ტკბილი, სასურველია, შინ მომზადებული წვენები, კომპოტი, წყალი. ეს უკანასკნელი სეირნობისას მუდამ თან გქონდეთ. სახლში ყოფნისას დასალევი სასმელი შეგიძლიათ ოდნავ გააგრილოთ.
ხილი
სიცხესთან საბრძოლველად წვნიანი ხილიც გამოგადგებათ. მუდამ გქონდეთ მაცივარში ბალი, ატამი, გარგარი, ქლიავი, საზამთრო. ხილი ბავშვს თან გააგრილებს, თან ვიტამინებით აავსებს.
სახლის დალაგება
თუ ბინაში კონდიციონერი არ გაქვთ, ე.ი. ფანჯრები მუდამ ღია გაქვთ. ამის გამო კი ბინაში ხშირად გროვდება მტვერი, რაც ბავშვის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს. წესად აქციეთ, რომ ყოველდღიურად იატაკს ნამიანი ტილო მოუსვათ, განსაკუთრებით იმ ოთახში, სადაც თქვენი შვილი თამაშობს. სუფთა ოთახში ბავშვი კარგადაც ისუნთქებს და არც დასცხება.