თუ მზიან ამინდში იღებთ, მზე იმის ზურგს უკან უნდა იყოს, ვინც ფოტოს იღებს, და არა ბავშვის 1. ყველაფერს ჯობს, ბავშვს ნათელი, მკვეთრი ფერის სამოსი ეცვას და ფონიც ნათელი იყოს.
2. სახლის პირობებში საუკეთესოა ფანჯრის სიახლოვეს არსებული სივრცე.
3. თუ ბავშვი ძალიან პატარაა, ღია, სადა პლედი დაუგეთ და რამდენიმე მკვეთრი ფერის სათამაშო დაუყარეთ.
4. საინტერესო ფოტოები გამოდის, როცა ბავშვი თავისი საქმით არის დაკავებული, მაგალითად, საყვარელი სათამაშოებით თამაშობს, რაიმეს ხატავს, მეცადინეობს. უკეთეს შემთხვევაში, არც უნდა გამოხედოს ფოტოაპარატს და გაცუილებით ბუნებრივი ფოტოსესია გამოგივათ.
5. ყოველთვის თან გქონდეთ ფოტოს გადასაღებად მობილური ან ფოტოაპარატი. ბავშვი ისეთი ამოუცნობი მუზაა, ნებისმიერ წამს შეიძლება მასთან საოცარი ფოტოსესიის ჩატარება.
6. თუ მზიან ამინდში იღებთ, მზე იმის ზურგს უკან უნდა იყოს, ვინც იღებს, და არა ბავშვის.
7. როცა ოთახში იღებთ, შიდა განათება უნდა ჩართოთ.
8. როცა მორბენალ ბავშვს უღებთ ფოტოს, ჯერ ნახევრად უნდა დააჭიროთ ხელი ღილაკს და ობიექტივი მიმართოთ ბავშვისკენ, მერე კი ბოლომდე დააჭიროთ. ამ დროს გამოდის ფოტო გადღაბნილი ფონით და ბავშვის მკაფიო გამოსახულებით.