რატომ არ უნდა დაარქვათ ბავშვს მეტისმეტად უცნაური სახელი – ფსიქოლოგების პასუხი
რატომ არ უნდა დაარქვათ ბავშვს მეტისმეტად უცნაური სახელი – ფსიქოლოგების პასუხი
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ბავშვებს, რომლებსაც მეტისმეტად უჩვეულო სახელები ჰქვიათ, მათი საცხოვრებელი გარემოსთვის სრულიად შეუფერებელი და შეუსაბამო, შეიძლება, გაუჩნდეთ კომპლექსები და ასევე უჩვეულო აზროვნება, რომელიც გაურთულებს მათ თანატოლებთან ურთიერთობას. გარდა ამისა, როდესაც მშობელი ცდილობს, ბავშვი სხვებისგან გამოარჩიოს უცნაური სახელით, ან რაიმე სხვა მიზნით არქმევს მას უჩვეულო სახელს, ამით სინამდვილეში მას დიდ ზიანს აყენებს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვებს წესად აქვთ ყველაფერ ახალსა და უცნაურზე რეაგირება, ამიტომაც უცნაური სახელის მქონე თანატოლს ხშირად დასცინიან, აშაყირებენ. ამაში ფსიქოლოგებს პედაგოგებიც ეთანხმებიან.
ბევრ ზრდასრულს, რომელსაც უცნაური სახელი
დაარქვეს, მოგვიანებით მოუყოლია, როგორი ნეგატიური განცდები გადაუტანია ბავშვობაში სახელის გამო. როგორც აღმოჩნდა, ასეთი ბავშვების 78% სერიოზულად იტანჯებოდა ამის გამო, და დაახლოებით 22%-ს მოგვიანებით სულაც შეუცვლია სახელი უფრო ტრადიციულით.
ამ თემასთან დაკავშირებით, გთავაზობთ რამდენიმე უჩვეულო სახელსა და გვარს, რომელიც საქართველოშია გავრცელებული და მშობლებს კიდევ ერთხელ ვურჩევთ, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ შვილებისთვის სახელის შერჩევის საკითხს (გთავაზობთ ასევე ჩვენს სერვისს – სახელების მნიშვნელობებს, რომელიც დაგეხმარებათ საჭირო სახელის შერჩევაში).

1) მებონია ველოდი
2) შენგელია მენახო
3) ღვინჯილია ბროლისა
5) ჭანაია გონერი
6) ჟღარკავა ჟღარკუ
7) გოგოხია ანდამატი
8 ) მიქავა ლევტერი
9) გოგოხია აპამელა
10) ჩხაპელია ჯინჯიკო
12) გვარგვალია რუნდუკი
13) ურიდია მიმოზა
14) ხაჟამია ჟოზეფინა
15) მოლაშხია მენახა
16)
კილასონია სააგენტო
17) კუტალია ემაილი
18 ) ცხადაია ვანცტა
19) გეთია ქორდიკო
20) ლომია ვეფხია
21) ეფსია ბოჩოლა
22) ტყებუჩავა ელშუქი
23) ღურწკაია ჭუჭუ
24) გოგია გოგია
25) კვირკვაია ძაძუ
26) ბოქოლავა ირმიზოლდი
27) სანაია ზესნა
28) კვირკველია ძიღვი
29) ჭუჭუა განგა
30) ქებურია ჯეელი
30) ფუჩუნაია ფუჩქი
32) გუჯუა ანჟელა
33) ქორჩილავა ქოგელი
34) ქობალია ქიბარი
35) ჭაჭავა ჭაჭუ
36) ღვინჯილია ხურთქი
37) შეროზია ბულბული
38) კონჯარიაია ფიზიკა
39) ესართია დაზმირი
40) ჟორჟოლიანი ბრძოლვერდი
41) როყვავა ჯართუ
42) ლემონჯავა არველოდი
43) გურინდია გულჭორი
44) ჯალაღონია ჩურია
45) ხაბუზანია გაჯია
46) მამულია კონვეირი
47) კუპეტია ლევტერი
48) როგავა გრიალა
49) პერტაია პაჭო
50) ცხვიტავა მუხუტური
51) ჯანჯღავა ლავანდა
52) ეფსია დირექტორი
53) ბასიალაია ველოდი
54) კვარაცხელია ჯონსონი
55) ჯაკონია ნუგეში
56) ჯიჯელავა ზარიზანი
57) არგენტინა ჯამბურია
58) ზაზაძე სააგენტო
59) ეფსია ნაზიბროლა
60) ლომია ვეფხია
61) ბოქოლიშვილი ირმიზოლდი
62) ოზბეთელაშვილი ცემზი
63) მაძღარაშვილი ზესნა
64) ჭუჭულაშვილი განგა
65) მსხვილიძე ჯეელი
66) ალავიძე ვილენ
67) შონია კომუნა
68)ასოშვილი მერაბი
69) ქირურგი მახვილაძე
6592
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
შორენა
0
ვაიმე, უმრავლესობა მეგრელია! (არ გეწყინოთ, მეგრელებო, მეც თქვენი გენისა ვარ!)
23:29 / 18-05-2020
tbiliseli
0
როგორ უნდა გძულდეს შვილი ფიზიკა, ქირურგი და ფუჩქი რო დაარქვა და ბრძოლვერდი კიდევ. მადლობა ღმერთს,რო გადავარდა ეს საშინელი სახელები.
19:37 / 12-07-2016
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი