თუ ჩანთა ასეთი არ არის, ჯობს სულაც არ იყიდოთ - ორთოპედების რჩევები
თუ ჩანთა ასეთი არ არის, ჯობს სულაც არ იყიდოთ - ორთოპედების რჩევები
უამრავი ზურგაჩნთა იყიდება, მაგრამ უპირატესობა უსაფრთხოსა და მოსახერხებელს უნდა მიანიჭოთ. აი, რას გირჩევენ პედიატრები და ორთოპედები:

ცარიელი ჩანთა 700 გრამზე მეტს არ უნდა იწონიდეს. გახსოვდეთ, რომ მოსწავლემ ჩანთაში უნდა ატაროს ორ-სამ წიგნზე მეტი და ამდენივე რვეული. გარდა ამისა, პენალი სრული შემადგენლობით - კალმისტრები, ფანქრები, საშლელები და ა.შ.
ჩალაგებული ჩანთა არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის წონის 10 პროცენტს. ანუ თუ თქვენი პირველკლასელი შვილი 27 კილოს იწონის, მის ჩანთა 2 კილოსა და 700 გრამზე მეტი არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს ხერხემლის პრობლემა
შეექმნება.

ზურგჩანთის ზომა
პირველკლასელის ჩანთის ზომასაც აქვს მნიშვნელობა. სპეციალისტების აზრით, ჩანთის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის მხრების სიგანეს.

ზურგჩანთის სამხრეები
ჩანთას უნდა ჰქონდეს ორი განიერი სამხრე, რადგან ბავშვებს უყვართ, ზოგჯერ ზურგჩანთის ერთ მხარეზე ტარება. თითოეულის სიგანე 5-სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. უკეთესი ვარიანტია 7 სმ. ისიც უნდა იყოს დრეკადი, მაგრამ საკმაოდ მყარი, გამძლე. ყურადღება მიაქციეთ სამხრეების განლაგებას: შორი-შორ განლაგებული მხრიდან ჩამოცურდება. ახლო-ახლო - ბავშვს კისერში წაუჭერს.

`აუცილებლად აკონტროლეთ, რომ ბავშვს ზურგჩანთაში არ ედოს ზედმეტი ნივთები, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩანთის ზომას. ბავშვებს უყვართ სკოლაში სათამაშოების, სხვადასხვა ნივთების ტარება~.

ზურგჩანთის დანაყოფები

პირველკლასელის ჩანთას რამდენიმე
განყოფილება და უჯრა უნდა ჰქონდეს. რაც დაგეხმარებათ, წიგნები და რვეულები ზურგჩანთაში თანაბრად გადაანაწილოთ.

ზურგჩანთის შესაკრავები
ელვა, კნოპი, ფხრეწი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უნდა იხსნებოდეს და იკვრებოდეს. გასაკუთრებით, პრობლემას არ უნდა უქმნიდეს ბავშვს.

დაბოლოს, ზურგჩანთის საყიდლად ბავშვის გარეშე ვერ წახვალთ. თქვენი შერჩეული და ბავშვის მოწონებული ჩანთა მას ზურგზე კარგად უნდა მოერგოს. რადგან შეუფერებელმა ჩანთამ შეიძლება კიფოზი (ხერხემლის ქვედა ნაწილის გამრუდება) გამოიწვიოს. ხოლო თუ თქვენს შვილს ბრტყელტერფიანობაც აწუხებს, შეიძლება, არასწორად შერჩეულმა თავის ტკივლები და სხვა უსიამოვნებები გამოიწვიოს.
25314
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
???
0
თქვენი აზრით უხარისხო ჩანთებს იმიტომ ყიდულობენ რომ ეს სტატია არ წაუკითხავთ და არ იციან კარგი ჩანთა როგორ შეარჩიონ?
15:52 / 24-08-2018
***
0
შეუძინეთ ქვეყნის გარეთ. დამერწმუნეთ ხარისხი გარანტირებული და ფასი უფრო იაფი
05:34 / 24-08-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?