სინამდვილეში რას წარმოადგენს ორთოპედიული ფეხსაცმელი ნებიემიერი დედა აფასებს ორთოპედიულ ფეხსაცმელს და ცდილობს, სწორედ ის შეუძინოს ბავშვს. სინამდვილეში რას წარმოადგენს ორთოპედიული ფეხსაცმელი და სჭირდება თუ არა ის ყველა ბავშვს. წარმოგიდგენთ 6 მითს ამ ფეხსაცმელზე.
ორთოპედიული ფეხსაცმელი მხოლოდ იმ ბავშვებს სჭირდებათ, ვისაც ბრტყელტერფიანობა აწუხებს
არასწორი მოსაზრებაა. სპეციალისტების აზრით, ბავშვების 50-70 პროცენტს სჭირდება ტერფის დეფექტის კორექცია. ეს ნიშნავს, რომ ასეთ ბავშვებს აუცილებლად უნდა ეცვათ ორთოპედიული ფეხსაცმელი. დანარჩენებს თუ ორთოპედიული არა, პროფილაქტიკური ფეხსაცმელი მაინც სჭირდებათ, რაც დაიცავს ტერფს დეფორმაციისგან. მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ხერხემლის დაზიანებისა და ტერფის პრობლემების მიზეზი ბავშვისთვის არასწორად შერჩეული ფეხსაცმელია.
შესაძლებელია ორთოპედიული ფეხსაცმელი მეორადიც იყოს
მეორადი ან უფროსი დედმამიშვილების ფეხსაცმლის ჩაცმა ყოვლად დაუშვებელია. საქმე იმაშია, რომ ყოველი ბავშვის ტერფი ინდივიდუალურია. ამასთანავე, ისიც გეცოდინებათ, რომ ფეხსაცმელი მფლობელის ფეხის ფორმას იღებს. ამიტომ, პირველი მფლობელის ფეხსაცმელმა მომდევნოს შეიძლება ავნოს.
საბავშვო ორთოპედილი ფეხსაცმელი უხეშია
სხვადასხვანაირი ფეხსაცმელი არსებობს. გარდა ამისა, ბოლო დროს ორთოპედიული ფეხსაცმლისთვის სხვადასხვანაირ დიზაინს ქმნიან. ასე, რომ კლასიკური, ყოველდღიური თუ გამოსასვლელი ორთოპედიული ფეხსაცმელი თქვენი სურვილით უნდა შეარჩიოთ.
სავსებით საკმარისია ორთოპედიული ჩასაფენის ყიდვა
საინტერესო იდეაა ბიუჯეტის დასაზოგად, მაგრამ სრულიად გამოუსადეგარი. ჩასაფენი - ორთოპედიულიც კი ვერ შეუცვლის ბავშვს ორთოპედიულ ფეხსაცმელს, თუ ის სჭირდება.
მნიშვნელობა არა აქვს ფეხსაცმლის მასალას, მთავარია, მოხერხებული იყოს
რა თქმა უნდა, ფეხსაცმელი მოხერხებული და კომფორტული უნდა იყოს, მაგრამ უპირველესი ყურადღება მასალას მიანიჭეთ. ის აუცილებლად ნატურალური ტყავის ან ზამშის უნდა იყოს. ტყავისშემცვლელი როგორი მოხერხებულიც არ უნდა იყოს, იგი არ სუნთქავს. ასეთი "სათბური" კი ბაქტერიების გამრავლების წყაროა.
ფეხსაცმელი ზრდისათვის
მართალია, საოჯახო ბიუჯეტს შეამცირებთ, თუ ბავშვისთვის ერთ ფეხსაცმელს შეიძენთ, რომელსაც წლობით ჩაიცვამს, მაგრამ ეცადეთ, ზომაზე დიდი არ უყიდოთ, რადგან ფეხსაცმელი ფეხზე კარგად უნდა დაფიქსირდეს. დიდმა ფეხსაცმელმა კი შეიძლება სასურველი შედეგი არ მოგცეთ. მხოლოდ ზომაზე შერჩეული ფეხსაცმელია ხარისხის გარანტი და ტერფის სწორად გაზრდის საშუალება.