რა ასაკიდან შეიძლება ბავშვი დავაკავოთ სპორტით
რა ასაკიდან შეიძლება ბავშვი დავაკავოთ სპორტით
როგორ გავიგოთ, სპორტის რომელ სახეობაზე მივიყვანოთ ბავშვი? როგორ შევარჩიოთ მწვრთნელი და კიდევ მრავალი კითხვა აწუხებს მშობლებს მას შემდეგ, რაც მათი პატარა ხოხვას დაიწყებს.

ვისახავთ მიზანს
• სპორტის მიზანია გაიზარდოს ბავშვი ჯანმრთელი, ამტანი, ძლიერი, მომთმენი, ფიზიკურად განვითარებული.
• სპორტი ერთგვარი მომავალი პროფესიაა.

mshoblebi
2-3 წელი
სერიოზული პედაგოგები, როგორც წესი, არ საუბრობენ სპორტზე ამ ასაკში. ამ პერიოდში მართებულია სახლის პირობებში ფიზიკური ვარჯიშებით დატვირთვა. მეტი ისეირნეთ, ითამაშეთ, ირბინეთ.

mshoblebi
3 წლის ზევით
4 წლის ბავშვებთან უკვე მუშაობს მწვრთნელი. ეს არის საერთო ფიზიკური მომზადება სპორტის ელემენტებით.
მეცადინეობის ხანგრძლივობა შეადგენს 30 წთ-იდან 1 საათამდე.
დაიწყეთ საერთო ფიზიკური მომზადებით.
მშობლებმა არ იციან, სპორტის რომელი სახეობა გააცნონ ბავშვს პირველად. ეს უნდა იყოს ფიზკულტურის გაკვეთილი პატარებისთვის, რომლის დროსაც ვარჯიშდება კუნთები. ბავშვი ეჩვევა მასწავლებელს და ასრულებს მის მითითებებს. თუ არ არის მკვეთრად გამოხატული სპორტული მისწრაფება, ასეთ შემთხვევაში სპორტს წინააღმდეგჩვენება არ აქვს.

სცადეთ სხვადასხვა სპორტი, მიიყვანეთ ბავშვი საცდელად თუნდაც პირველ გაკვეთილზე და თავად ნახავთ, რომელი სპორტი უფრო მეოწონება მას. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან - არის თუ არა დატვირთვა, რომელიც არ შეიძლება თქვენი შვილისთვის. ზოგიერთი სპორტი უკუნაჩვენებია ამა თუ იმ ადამიანისთვის და ამის გარკვევაც აუცილებელია. უნდა აუცილებლად დარწმუნდეთ - რამდენად წესრიგშია გული, რომ გაუძლოს სპორტულ დატვირთვებს და ხომ არ არის ბრტყელტერფიანობა ან სქოლიოზი, ხომ არ აწუხებს თვალები და ა.შ. - ასეთ დროსაც ექიმმა უნდა გირჩიოთ, რომელი სპორტი ჯობს.
4373
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები