დერმატოლოგები გვაფრთხილებენ და რჩევას გვაძლევენ ყოველ ჩვენგანს აქვს თავისი აბაზანის ღრუბელი. თითოეული მას ირჩევს თავისი გემოვნებით. ზოგი ბუნებრივი მასალებისგან დამზადებულ ღრუბელს ირჩევს, ზოგს მოსწონს სინთეტიკური ღრუბელი ან ნაკეთობები პოროლონისგან. თითქოსდა იგი შეუცვლელი ნივთია, ის ხომ კანს ეპიდერმისის მკვდარ უჯრედებს აშორებს, რაც კანის გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს.
მაგრამ ხანგრძლივი კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ სწორედ ღრუბელის ხმარების შემდეგ ხდება ბაქტერიების გამრავლება. მიკროორგანიზმების გამრავლებას ხელს უწყობს ასევე სააბაზანოში არსებული კლიმატი. თბილი და ტენიანი ჰაერი ნამდვილი სამოთხეა ბაქტერიების გამრავლებისთვის. ხოლო ოფლი, ცხიმი და ჭუჭყი - იდეალური საკვები მიკრობებისთვის.
ამიტომ დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ არ გამოვიყენოთ აბაზანის ღრუბელი. მაგრამ თუ მაინც გამოიყენებთ, დაიცავით შემდეგი წესები: ყოველი ხმარების შემდეგ კარგად გარეცხეთ ცხელ წყალში, შემდეგ კი გააშრეთ. ნუ შეინახავთ ღრუბელს სააბაზანოში.