უსაფრთხოების წესები, რომლებიც ყველა მშობელმა შვილს აუცილებლად უნდა ასწავლოს - მშობლები

უსაფრთხოების წესები, რომლებიც ყველა მშობელმა შვილს აუცილებლად უნდა ასწავლოს

2017-02-22 04:39:37+04:00

"ყოველთვის, ნებისმიერ შემოთავაზებაზე უთხარი "არა" უცნობ ადამიანებს..."
ყოველდღიურად სამძებრო-სამაშველო სამსახურში დაკარგული ადამიანების შესახებ საკმაოდ ბევრი განაცხადი შედის. თქვენმა ბავშვმა პატარაობიდანვე უნდა იცოდეს უსაფრთხოების წესები, რომელთა დაცვაც აუცილებელია!

უსაფრთხოების წესები, რომელიც უნდა ასწავლოთ ბავშვებს.

- ყოველთვის, ნებისმიერ შემოთავაზებაზე უთხარით "არა" უცნობ ადამიანებს. თუ ბავშვისთვის არ არის კომფორტული უბრალოდ თქვას: "ბოდიში, დედა მიკრძალავს უცნობ ადამიანებთან საუბარს", აუხსენით, რომ მისი საქციელი არამც და არამც არ იქნება უხეშობა, ეს მისი უფლებაა. - აუხსენით, რომ უფროსი ადამიანები დახმარებას უნდა სთხოვდნენ თავის ტოლებს და არა ბავშვებს. თითქმის ყველა მშობელი იმეორებს: არ გაჰყვე უცნობ ადამიანს, რაც არ უნდა შემოგთავაზოს მან: კანფეტი, თოჯინა, ტელეფონი და ა.შ. ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე, რომ უცნობმა ადამიანმა შეიძლება არა მხოლოდ შემოგთავაზოთ რაიმე, არამედ ითხოვოს დახმარება. რა თქმა უნდა, მოხუც ადამიანს უნდა დაეხმაროთ, თუმცა, არ უნდა შეჰყვეთ სადარბაზოში და მით უმეტეს - ბინაში. - აუხსენით, რომ ვერავინ გაარჩევს გარეგნულად კარგ ადამიანს ცუდისგან და რომ კეთილად განწყობილი დეიდა მაინც უცხოა თქვენთვის. - ასწავლეთ ბავშვს, რომ არ არის სირცხვილი დასახმარებლად ვინმესთან მისვლა, თუ გზა აებნა. ვის შეიძლება, რომ მიმართოს? ბავშვიან ქალს ან კაცს, პოლიციელს, დაცვის თანამშრომელს, გამყიდველს, მოლარეს, დამლაგებელს. - ასწავლეთ ბავშვს საკუთარის თავის ნდობა. თუ მას უცხო ადამიანის საქციელი უჩვეულოდ მოეჩვენა, მიიღოს ზომები თავის დასაცავად: წავიდეს, გაიქცეს, ითხოვოს დახმარება. ზოგჯერ ბავშვები თავს გრძნობენ უხერხულად. მათ ეშინიათ, რომ უფროსს ეწყინება, გაეცინება მის საქციელზე, მიხვდება, რომ ბავშვმა ეჭვი აიღო მასზე. სიტუაციაში, როდესაც ბავშვი არ შედის ლიფტში უცხო ადამიანთან ერთად, თუ ის ეუბნება: "შენ რა გგონია, რომ მანიაკი ვარ?" - ბავშვი უხერხულად იგრძნობს თავს და შეიძლება იმგზავროს ლიფტით უცხო ადამიანთან ერთად. ეს ეხება უფროს ნაცნობებსაც, რომლებიც "სხვანაირად" უყურებენ ბავშვს, ხელს კიდებენ სხვადასხვა ადგილზე. ბავშვი ხშირად არწმუნებს საკუთარ თავს, რომ მას მოეჩვენა, ან უბრალოდ არ ესმის, რა ხდება, მაგრამ გრძნობს, რომ რაღაც ისე არ არის. აუხსენით, რომ უცხო ადამიანი არ უნდა შეეხოს მას. - აუხსენით, რომ თუ ვინმე რაიმეთი ემუქრება, ე.ი ამ ადამიანს რაღაცის ეშინია. ნებისმიერი მუქარა და მოთხოვნები სხვა უფროსისგან, რომ არ უთხრას მშობელს ამა თუ იმ მომხდარის შესახებ - უკვე არის მიზეზი, რომ ყველაფერი დედას მოუყვეს ან ოჯახის ნებისმიერ წევრს. - ასწავლეთ ბავშვს არა მარტო თვალი ადევნოს საათს, არამედ დაგირეკოთ, თუკი სადმე აპირებს წასვლას. უთხარით, რომ თქვენც - უფროსები ასე იქცევით, რომ ეს ნორმალურია. ეს არ ნიშნავს კონტროლს. ეს არის ზრუნვა ერთმანეთზე. - ასწავლეთ მთავარი წესი დაკარგვის დროს: თუ მიხვდი, რომ დაიკარგე - დარჩი იმავე ადგილზე! ასევე იხილეთ: ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ თქვენი შვილების ფოტოებს ავრცელებთ ინტერნეტით! - ასწავლეთ ბავშვს ხმამაღლა ყვირილი. მთელი ცხოვრება ვასწავლით ბავშვს, რომ იყოს ჩუმად და არ შეუშალოს ხელი გარშემო მყოფთ, ამიტომ როდესაც მათ საფრთხე ემუქრებათ - ისინი არიან ჩუმად. უნდა იყვიროს, თუ დაიკარგა, მათ შორის ქალაქშიც. ავარჯიშეთ ყვირილში ტყეში.

ინტერნეტში

- თუ ბავშვმა გთხოვათ სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდის შექმნა, ნუ დაუშლით. მის მეგობრებს ალბათ უკვე აქვთ თავიანთი გვერდები და მასაც მოუნდა. ნუ აიძულებთ, ჩუმად შექმნას თავისი ექაუნთი. პირიქით, დაჯექით მასთან ერთად, შედით და დაათვალიერეთ სხვადასხვა საინტერესო გვერდი. აჩვენეთ, როგორ წაშალოს რეკლამები და სპამები. თქვენივე მაგალითზე აჩვენეთ სწორი რეაქცია ყველაფერ ამაზე. - ასწავლეთ ბავშვს ინტერნეტში მუშაობის წესები: არ გამოფინოს ღიად თავისი ფოტოები და კონტაქტები, რეაგირება არ მოახდინოს "მიმზიდველ" წინადადებებზე უცხო ადამიანებისგან, ყოველთვის ახსოვდეს, რომ შეიძლება უცნობმა ადამიანმა თავი წარმოუდგინოს მის თანატოლად. აუხსენით, თუ რა საშიშროებები შეიძლება არსებობდეს სოც. ქსელში. - დროდადრო შეამოწმეთ მისი "მეგობრების" სია, ყურადღება გაამახვილეთ უფროს ადამიანებზე.

უსაფრთხოების წესები მშობელთათვის

ეცადეთ ხშირად გადაუღოთ ფოტო ბავშვს. იცნობდეთ მის გარდერობს. თუ ბავშთან ერთად მიდიხართ წვეულებაზე, სადაც იქნება ბევრი ხალხი, გადაუღეთ სურათი სახლიდან გასვლის წინ, რადაგან ბავშვის დაკარგვის შემთხვევაში მშობელმა სტრესის გამო შეიძლება ვერ გაიხსენოს რა ეცვა ტანზე ბავშვს სახლიდან გამოსვლისას. აკონტროლეთ დრო, როდესაც ბავშვი უნდა დაბრუნდეს სახლში. თუ იგვიანებს ნახევარი საათით, დაუკავშირდით პედაგოგს, მეგობრებს. ნუ იგრძნობთ უხერხულობას როდესაც მოგიწევთ სხვა ადამიანების შეწუხება იმის გამო, რომ ბავშვს დააგვიანდა სახლში მოსვლა. ბავშვის დაკარგვა- ექსტრემალური სიტუაციაა და თქვენ უნდა იმოქმედოთ რაც შეიძლება სწრაფად. ისარგებლეთ თანამედროვე გაჯეტებით და პროგრამებით იმისთვის, რომ დაიცვათ თქვენი შვილისა და მოხუცი ახლობლების უსაფრთხოება. სმარტფონში ჩამოტვირთეთ ჯპს-ლოკატორი, რაც საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ თქვენი ახლობლების ადგილმდებარეობა. ბავშვის დაკარგვის შემთხვევაში დარეკეთ 112-ში. თქვენი ზარი უკევ არის განაცხადი ბავშვის დაკარგვის თაობაზე. არ ეჩხუბოთ ბავშვს, როდესაც იპოვით, არ უყვიროთ, არ სცემოთ. აუხსენით, თუ რა გადაიტანეთ მისი დაკარგვის შემდეგ, მოუყევით იმ საშიშროებების შესახებ, რაც შეიძლებოდა შემთხვეოდა მას. ნუ შეაშინებთ, რადგან ბავშვი, რომელიც ნამდვილად დაიკარგა, შეიძლება ისე შეშინდეს მოსალოდნელი სასჯელით, რომ თვითონ დაიმალოს და არ გამოგეხმაუროთ დაძახილზე.

P.შ. ასევე აუცილებლად, ნებისმიერ ასაკში ასწავლეთ და შეახსენეთ ბავშვს, რა არის ფეთქებადსაშიში, ადვილად აალებადი, დენის დარტყმის საფრთხის, დამწვრობის საფრთხის მქონე ნივთები და ადგილები, რომელ ნივთებსა და ტერიტორიებს უნდა მოერიდოს ქუჩასა თუ სახლში, ასწავლეთ პატარა ბავშვებს, რომ არასოდეს მიუახლოვდნენ ღია ფანჯარას უფროსის გარეშე და მაქსიმალურად ეცადეთ, ან არ ჰქონდეთ ღიად გისოსების გარეშე ფანჯარა ბავშვთან, ან თუ ღიაა, იყოთ ასმაგად ყურადღებით ბავშვის მიმართ. სიფრთხილე და მეტი ცოდნა მობლისთვისაც და ბავშვისთვისაც მეტი გარანტიაა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.