ბავშვის მშვილებელი არ შეიძლება იყოს გარკვეული კატეგორიის მქონე ადამიანი, მათ შორის საქართველოში შვილის აყვანის 3262 მსურველია რეგისტრირებული, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი კი, 161-ს აქვს - რაც იმას ნიშნავს, რომ 1 გასაშვილებელ ბავშვზე დაახლოებით 20 მსურველი მოდის. შვილად აყვანა რიგითობის პრინციპის დაცვით ხორციელდება. პირი, რომელიც ახლა სიაში პირველია 1998 წლის 1 ივნისს დარეგისტრირდა.
წლობით ლოდინს გასაშვილებელი ბავშვების სიმცირის გარდა, ხშირ შემთხვევაში სასურველი კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობაც განაპირობებს. სარეგისტრაციო ფორმის შევსებისას შესაძლებელია სქესის, ეთნიკური ან რელიგიური წარმომავლობის, ფიზიკური მონაცემების, სასურველი კანის, თმის ან თვალის ფერის მითითება.
3262 მსურველიდან 505 უპირატესობას მამრობითი სქესის ბავშვს ანიჭებს
855-ს კი მდედრობითი სქესისის ბავშვი სურს
1902 მსურველისთვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს
ასევე იხილეთ: შეუძლია თუ არა შვილის აყვანა მარტოხელა ქალს და ვის არ აქვს შვილის აყვანის უფლება?
სასურველ კრიტერიუმთა შორის მთავარი მოთხოვნებია: 0-დან 2 წლამდე ასაკი და ეროვნებით ქართველი ბავშვი. ზოგიერთ შემთხვევაში, იმის გამო, რომ ბავშვი ეროვნებით ქართველი არ არის, მას იწუნებენ და შვილად აყვანისგან თავს იკავებენ. დაწუნების მიზეზი ხდება ჯანმრთელობის მდგომარეობაც. გასაშვილებელი სტატუსის მქონე 120 ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მშვილებელი კანდიდატების მხრიდან მათზე უარის თქმის მიზეზი ხდება.
ბავშვის მშვილებელი არ შეიძლება იყოს გარკვეული კატეგორიის მქონე ადამიანი, მათ შორის:
პირი, რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება
პირი, რომელსაც აღენიშნება ტუბერკულოზი, შინაგანი ორგანოების დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში; ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი, ონკოლოგიური დაავადებები; ნარკომანია, ტოქსიკომანია, ალკოჰოლიზმი და სხვა.
პირი, რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი.
რა ეკრძალება შვილის აყვანის მსურველს: განაგრძეთ კითხვა