ასეთი შემთხვევები ხშირია - რას გვირჩევს ფსიქოლოგი, როგორ ვიქცევით კონფლიქტურ სიტუაციებში და რა არის უფრო სწორი ადრე თუ გვიან მშობლებს უწევთ ბავშვებს შორის შექმნილ კონფლიქტურ სიტუაციაში ჩარევა. როგორ მოვიქცეთ, როდესაც სხვისი ბავშვი ართმევს სათამაშოს თქვენს შვილს და მისი მშობლები ამას რეაგირების გარეშე ტოვებენ? რა მოვიმოქმედოთ, თუ ვხედავთ როგორ ეჩხუბება სხვისი მშობელი თქვენს შვილს ამა თუ იმ ქცევის გამო?
რამდენიმე წლის წინ ჩატარდა სოციალური კვლევა თემაზე: "თვლით თუ არა ნორმად სხვისი შვილების ლანძღვას ამა თუ იმ ქცევის გამო?" კვლევაში მონაწილეობა მიიღო 8 000-მა ადამიანმა. ხმები გაიყო ორ ჯგუფად: 52%-მა დადებითი პასუხი გასცა ამ კითხვას, ხოლო 48%-მა აირჩია პასუხი "არა".
ჰარვარდის უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგის ლაურენს კატრინის აზრით, საკუთარ სახლში თქვენ გაქვთ უფლება მოუწოდოთ სტუმრად მოსულ ბავშვს თქვენს ტერიტორიაზე დადგენილი წესების დაცვა.
"თუ სტუმრად მოსული ბავშვი ფეხსაცმლით ხტუნაობს დივანზე, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა აუკრძალოთ ეს ქცევა და აუხსნათ, რომ თქვენს სახლში ასე არ არის მიღებული, მაშინაც კი, თუ მას სახლში არ უშლიან ასე მოქცევას. გარდა ამისა, თქვენი შვილისთვისაც კარგი მაგალითი იქნება და ის დარწმუნდება თქვენი ქცევის სერიოზულობაში," - ამბობს ფსიქოლოგი.
როგორ მოვიქცეთ მაშინ, როდესაც კონფლიქტში უცხო ბავშვის გარდა მშობელიც არის ჩარეული? მაგ: სილაში მოთამაშე ბავშვებიდან ერთ-ერთს თქვენმა შვილმა წაართვა ნიჩაბი, რის შემდეგაც კონფლიქტში ჩაერთო მშობელი, რომელმაც ძალით გამოართვა თქვენს შვილს სათამაშო, დატუქსა და დაუბრუნა ბავშვს თავისი კუთვნილი ნივთი.
ასევე იხილეთ: რის გამო ეჩხუბებიან მშობლები შვილებს - ყველაზე გავრცელებული მიზეზები
თქვენ უნდა შეწყვიტოთ მონოლოგი (თქვენი შვილი ალბათ შეშინებულია და ელოდება თქვენს ჩარევას) და მშობლის ყველა პრეტენზია გადმოამისამართოთ თქვენსკენ. ამ დროს ბავშვს მოკიდეთ ხელი და დააყენეთ თქვენს უკან, რათა ის მიხვდეს, რომ თქვენ მის მხარეს ხართ. ახლა შეიძლება საუბრის გაგრძელება - იყავით კორექტული და თავაზიანი, მოუსმინეთ ოპონენტს, იპოვეთ კონსესუსი და ეცადეთ შეინარჩუნოთ ობიექტურობა. ეს საუბარი სასარგებლოა ბავშვებისთვისაც: უფროსების მაგალითზე თავადაც ისწავლიან, ადეკვატური რეაგირება მოახდინონ კონფლიქტური სიტუაციების დროს.
სპეციალისტი თვლის, რომ მშობელი ბავშვთა კონფლიქტში უნდა ჩაერთოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ხედავს, რომ სხვისი ბავშვის ან მშობლის ქცევა წარმოადგენს საფრთხეს მისი ან ნებისმიერი სხვა ბავშვისთვის. ამ დროს საჭიროა განმუხტოთ სიტუაცია და მხოლოდ ამის შემდეგ მიუბრუნდეთ "დამნაშავეს" და მოუწოდოთ წესრიგისაკენ. ამასთან არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვზე ფიზიკური ზემოქმედება (ჯანჯღარი, თმების მოწიწკვნა, ცემა და ა. შ.). თქვენი ზემოქმედება უნდა იყოს მხოლოდ სიტყვიერი ისიც ზომიერი ხმით).
თუ ხედავთ, რომ საბავშვო მოედანზე თქვენს ბავშვს აწყენინეს, მისი მშობლები კი არ ჩაერივნენ (ან უბრალოდ არ შეესწრნენ ამ ფაქტს (არ იყვნენ იქ ან ვერ დაინახეს), მიდით მასთან და მაქსიმალურად მშვიდად გაესაუბრეთ. უთხარით, ვისი დედაც ხართ და აუხსენით, რომ თქვენი შვილი არ ეთამაშება იმას, ვინც ქვებს ისვრის. ამის შემდეგ უმჯობესია თქვენი შვილი წაიყვანოთ მისგან მოშორებით - თამაშისთვის უსაფრთხო ადგილას.
ასევე იხილეთ: როცა ბავშვები ჩხუბობენ - როგორ უნდა მოიქცეს მშობელი
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბევრი ფსიქოლოგი და გამოცდილი მშობელი თვლის, რომ არ არის სწორი ყოველთვის მოუწოდო სხვის შვილს წესრიგისკენ, რადგან არ იცით რა გარემოებებმა აიძულა ბავშვი ამა თუ ქცევისკენ. მეორე - თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ არასწორი როგორც ბავშვის, ასევევე მშობლის თვალშიც.
ასევე ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, არ უნდა ჩაერიოთ ბავშვების კონფლიქტში და თქვენს შვილს აცადოთ, თავად ისწავლოს კონფლიქტების მოგვარება და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება.
კომენტარებში გვიამბეთ, თუ როგორ იქცევით მსგავს სიტუაციებში.