მავნე ნივთიერებები ჩვილებისთვის განკუთვნილ სათამაშოებში - საგანგაშო მონაცემები თბილისური მაღაზიებიდან
მავნე ნივთიერებები ჩვილებისთვის განკუთვნილ სათამაშოებში - საგანგაშო მონაცემები თბილისური მაღაზიებიდან
მომხმარებელთა ფედერაციამ, მომხმარებლების თხოვნით, ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშოები შეისწავლა - რომლებიც საქართველოში შემოდის და მაღაზიებში იყიდება. რამდენიმე მათგანში საგანგაშო ნივთიერება აღმოჩნდა:

"2016 წლის ბოლოს, ჩვენი შემოწმებების შედეგად, თბილისის მაღაზიებში რეალიზებულ თოჯინებში ევროკავშირში აკრძალული მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა. მომხმარებელთა თხოვნით გავაგრძელეთ სხვა ტიპის სათამაშოების შემოწმებაც (მაგალითად ღრძილების მასაჟორების შემოწმება, სხვა სათამაშოების შემოწმება), მათ შორის ცალკე გამოვყავით ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი საჭყიპინო და აბაზანის რბილი სათამაშოები.

სათამაშოები შევისყიდეთ თბილისის მაღაზიებში (თითოეულ მაღაზიაში შევეცადეთ აგვერჩია
ყველაზე იაფი სათამაშო), 2016 წლის დეკემბერში და 2017 წლის იანვარში. სათამაშოები გაიგზავნა შესამოწმებლად გერმანიაში, აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიას ვთხოვეთ სათამაშოებში შეემოწმებინა უსაფრთხოების ის პარამეტრი, რომელიც დარღვეული იყო თოჯინებში - კერძოდ, ფტალატების შემცველობა.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, ზოგ სათამაშოში დაფიქსირდა ერთ-ერთი ფტალატის, - დი-2-ეთილჰექსილფტალატის (DEHP) გადაჭარბება ევროპაში დაშვებულ ნორმასთან შედარებით. მომხმარებლებს განვუმარტავთ, რომ DEHP ნივთიერება პლატსმასის დამარბილებელია. იგი საკმაოდ ხშირად გამოიყენება ტექნიკური დანიშნულების რბილ პლასტმასებში, საიზოლაციო მასალებში. სათამაშოებში მისი გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია (დაშვებული შემცველობაა არა უმეტეს 1მგ/გ). საქართველოში ეს შეზღუდვა დაწესებული არ არის".
იხილეთ სრულად ცხრილი და მონაცემები
4622
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```