არსებობს სხვადასხვა ზომის, ფერისა და ფასის სპინერი. ის შეიძლება ჰქონდეს პატარა ბავშვსაც და სოლიდურ ბიზნესმენსაც.
სათამაშო? ვის სჭირდება სპინერი
ის "გულის გადასაყოლებელია" მოუსვენარი, ნერვიული ადამიანებისთვის, რომლებსაც მოუსვენარი მოძრაობები აქვთ: ფრჩხილებს იჭამენ, თითებს მაგიდაზე აკაკუნებენ, ფეხის ქუსლს ან წვერს აბაკუნებენ იატაკზე და ა.შ.
სპინერი მათ ყურადღების გადატანაში ეხმარება. მაგრამ ის ადამიანები, რომლებსაც მსგავსი ჩვევები არ
მისი შემქმნელები ამბობენ, რომ სპინერი ფოკუსირებაში ეხმარება აუტისტ, დაუნის სინდრომის მქონე და ჰიპერაქტიურ ადამიანებს. თითქოს, მისი ვიბრაცია და ხმა თერაპიულ ეფექტს ახდენს.
სხვადასხვა ზომისა და ფორმის სპინერს ბრუნვის თავისებური მახასიათებელი აქვს. მაღალხარისხიანი სპინერი დიდხანს და სწრაფად უნდა ბზრიალებდეს. ძვირად ღირებული და ძვირფასი მოდელები 10 წუთსაც ტრიალებს.
საფრთხე სპინერისგან
1. სპინერით შესრულებულ ტრიუკებს დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. მბრუნავ სპინერს ბავშვები ხან თითებზე, ხან ლოყებზე, ხან ცხვირზე იდებენ. მ
2. როგორც ვახსენეთ, სპინერი "ტიკებიანი" ადამიანების "ნუგეშია", მაგრამ საყოველთაო მიბაძვით, ის თითქმის ყველა ბავშვს ხელში უჭირავს. ანუ მათაც, ვისაც სრულებით არ სჭირდება. ამ შემთხვევაში კი ის მავნე ჩვევის გაჩენის მიზეზი უფროა, ვიდრე მშველელი.
სპინერების ტიპი
სინგლი - ერთსაკისარიანი, მარტივი კონსტრუქცისაა, 5 დაახლოებით წუთს ბრუნავს.

ტრი-სპინერი - ყველაზე გავრცელებული მოდელია. სამყურას ჰგავს, რომელსაც ცენტრში საკისარი აქვს. კონსტრუქცია პროპელერს ან ნინძას ვარსკვლავს ჰგავს. ტრი-სპინერი როგორც წესი, აწყობილია პლასტიკის, მეტალისა ან ხისგან.

კვად-სპინერი - ოთხფრთიანი სპინერი მძიმეცაა და ზომითაც დიდია. ზომიერად ბრუნავს.

ეგზოტიკური - სხვა სპინერებისგან განსხვავებული, ასიმეტრიულია. ზოგიერთი შეიძლება იყოს მონეტის ზომის, ან გიგანტური, როგორც შუასაუკუნეების დასჯის იარაღი.

წაიკითხეთ ასევე: როგორ უნდა გავუმკლავდეთ ბავშვის "ტიკებს" და მავნე ჩვევებს - ნევროლოგის რჩევები