აი, როგორ შეიძლება გაუფუჭოთ ბავშვს დღესასწაული!
აი, როგორ შეიძლება გაუფუჭოთ ბავშვს დღესასწაული!
ამ შეცდომებს უფროსები ხშირად ვუშვებთ.

თითქოს ყველაფერი მარტივია: ახლოვდება ბავშვის დღესასწაული, უნდა დავპატიჟოთ სტუმრები და ჩამოვწეროთ გასამასპინძლებელი კერძების სია. ასევე მნიშვნელოვანია მოვიფიქროთ ბავშვებისთვის გასართობი თამაშები.

შეცდომა №1. ბავშვის წვეულებაზე დაპატიჟეთ რაც შეიძლება ბევრი უფროსი ადამიანი.
ხშირად მშობლები არ უფიქრდებიან იმას, რომ ბავშვის წვეულებას იმიტომ ჰქვია საბავშვო, მთავარი მოქმედი პირები სწორედ ბავშვები არიან. მართლაც თქვენი შვილის მეგობრების რიცხვი 2-ჯერ მეტი უნდა იყოს თქვენს მეგობრებზე. და თუ ვერ წარმოგიდგენიათ შვილის წვეულება თქვენი
მეგობრების გარეშე, იმაზე მაინც იზრუნეთ, რომ ერთ მაგიდასთან არ დასვათ უფროსები და ბავშვები.

შეცდომა №2. დაე ბავშვების გასართობი ადგილი მუზეუმის დარბაზი იყოს.
სტუმრებს (ბავშვებს) ნუ დასვამთ ერთ დიდ, ძვირფასი ნივთებით "გამოჭედილ" ოთახში - ეს ცუდი იდეაა. რა თქმა უნდა, ისინი რაღაცას გატეხავენ. შესაბამისად ჩაიშლება ზეიმიც. ბავშვების მოსვლამდე აალაგეთ ძვირფასი ნივთები და გაჯეტები. საუკეთესო ვარიანტია გასართობი კომპლექსისი დაქირვება. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, ეზოში მოაწყვეთ სხვადასხვა აქტივობა. პატარა სტუმრები ადვილად დახარჯავენ "დამანგრეველ ენერგიას".
mshoblebi
შეცდომა №3. მოუმზადეთ ბავშვებს ის, რაც გიყვართ თქვენ.
თქვენ მიეჩვიეთ იმის მომზადებას, რაც უყვართ თქვენი ოჯახის წევრებს. მაგრამ წვეულებაზე მოვა ბევრი ბავშვი და შეიძლება შეიქმნას სირთულეები. აუცილებლად გაიგეთ წინასწარ, ხომ არ
აქვს რომელიმე ბავშვს ალერგია რაიმე პროდუქტზე. ასევე გამოკითხეთ მშობლებს, რა კერძები უყვართ მათ შვილებს ყველაზე მეტად და ამის შემდეგ წვეულება აუცილებლად შედგება.

შეცდომა №4. მთელი წვეულების მანძილზე ბავშვებს აყურებინეთ მულტფილმები.
ბავშვები უარს არ იტყვიან ეკრანში ყურებაზე, მაგრამ ამით ხომ სახლშიც შეიძლება დაკავდნენ. რამდენიმე წუთში შეიძლება ოთახის გადაკეთება მეკობრეების გამოქვაბულად, ინდიელების ბანაკად ან პრინცესების სასახლედ - მთავარი მონდომება და ფანტაზიაა. მთავარია იცოდეთ, რითი ერთობა თქვენი შვილი და ერთობიან მისი მეგობრები.


ასევე იხილეთ: სამ წლამდე ასაკის ბავშვს ტორტი არ აჭამოთ - რით არის საფრთხილო სადღესასწაულო ტორტები


შეცდომა №5. არავითარ შემთხვევაში არ ეკითხებით, როგორი ზეიმი უნდა თქვენს შვილს.
მზადების პროცესში მშობელს ხშირად ავიწყდება ბავშვისთვის შეკითხვა, თუ რა უნდა თვითონ მას. რატომღაც მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ ბავშვები კმაყოფილები იქნებიან მათი ნებისმიერი სცენარით. კითხვები: "დავპატიჟოთ ნინი? ნიკა?" " რა გავაკეთოთ წვეულებაზე?" ”რა ჩავიცვათ: კაბა თუ შარვალი?" - ეს ყველაფერი გადაწყვიტეთ ბავშვთან ერთად. თუ მან ჩასაცმელად აირჩია დახეული ჯინსები, - ნუ დაუშლით, დაე იმხიარულოს დახეულ ჯინსებში, ვიდრე მოწყენილი და უკმაყოფილო იყოს საკუთარ წვეულებაზე.

ასევე იხილეთ: "ანიმატორმა ბავშვი მეორე ოთახში გააგდო, დასაჯა" - განუკითხაობა თბილისის ბავშვთა გასართობ ცენტრებში
4079
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?