ზოგიერთი დედა ჩივის, რომ პატარა ცუდად იკვებება და მას ძალით აჭმევენ ან დაპირებებით ატყუებენ ვასრულებთ სტატიების ციკლს კვებასთან დაკავშირებით. დღეს ექიმი კომაროვსკი კიდევ რამდენიმე რჩევას მოგცემთ.
ყავა და ჩაი
ბავშვისთვის არც ერთი არ გამოდგება. გარდა იმისა, რომ სასარგებლო საკვებისთვის განკუთვნილ ადგილს იკავებენ კუჭში, აღმგზნებ ნივთიერებას - კოფეინსაც შეიცავენ. ბავშვების უმეტესობა კოფეინის გარეშეც აქტიურია. თუ თქვენს პატარას დიდების სასმელი მოსწონს, დაუმატეთ მასში რძე.
გაყინული პროდუქტები
ისევე სასარგებლოა ბავშვებისთვის, როგორც ნედლი. თუმცა, ნუ ეცდებით მომზადებული კერძის გაყინვას და ისევ გაცხელებას, სწრაფად ფუჭდება და სასარგებლო ნივთიერებებსაც კარგავს. გახსოვდეთ, რომ რძე, გულსართიანი პროდუქტები, აგრეთვე ფრინველისა და რძეზე მომზადებული პროდუქტები სწრაფად ფუჭდება და ნუ გააჩერებთ დიდხანს უმაცივროდ.
თავისუფალი საკვები
პატარა ბავშვებს კვებას შორის ხშირად უნდებათ წახემსება. თუმცა, ეცადეთ, პატარას მადა არ დაუკარგოთ.
გახსოვდეთ, რომ ხილისა და ბოსტნეულის წვენები და თავად ხილი ადვილად გადამუშავდება ბავშვის კუჭში. რძე დიდხანს რჩება კუჭში. არსებობენ პატარები, რომლებიც ცოტას ჭამენ და ხშირად. ამიტომ, თავისუფალ საკვებად პატარას რძე მიეცით. არც შიმშილი შეაწუხებს და მადაც გაუუმჯობესდება.
ძირითად ჭამას შორის ნუ შესთავაზებთ პატარას ღვეზელს, ნამცხვარს, ტორტს. მათში ვიტამინები არაა და ამგვარი საკვები კბილებისთვისაც საზიანოა.
პატარას წასახემსებლად შეურჩიეთ შუალედი ჭამას შორის, _ მომდევნო ჭამამდე 1,5 საათით ადრე. ზოგიერთი დედა ჩივის, რომ პატარა ცუდად იკვებება და მას ძალით აჭმევენ ან დაპირებებით ატყუებენ, რაც კიდევ უფრო უარესია. ბავშვს აჭამეთ იმ დროს, როცა კვებას მოითხოვს. ეცადეთ, ჭამისთვის ისე შეამზადოთ, რომ თავად გაუჩნდეს ჭამის სურვილი. ბავშვისთვი მომზადებულ კერძს ლამაზი იერი უნდა ჰქონდეს და სასარგებლოსთან ერთად გემრიელიც უნდა იყოს.
საუზმე, სადილი, ვახშამი - დაახლოებითი მენიუ
საუზმე:
1. ხილი ან ხილის წვენი.
2. ფაფა.
3. კვერცხი.
4. რძე.
სადილი (ან ვახშამი)
1. ხორცი, ფრინველი თევზი (ან დამატებით კვერცხი).
2. ბოსტნეული (მოხარშულ ან უმი სახით).
3. კარტოფილი.
4. ხილი (იშვიათად პუდინგი).
5. რძე.
ვახშამი (ან სადილი)
1. ფაფა, ბუტერბროდი, მაკარონის ან ვერმიშელის წვნიანი, კარტოფლი, მაკარონი, კვერცხი, პუდინგი,
2. ხილი, ბოსტნეული, მოხარშულ ან უმი სახით.
3. რძე.
გარდა ამისა, ხილი ან ხილის წვენი ჭამას შორის, თუ საჭიროა, უხეშად დაფქული ფქვილის პური ყოველი კვების დროს.