უკვე მსოფლიო მასშტაბით ტეხენ განგაშს მშობლები და მასწავლებლები. სპინერის პოპულარობა გაჯეტების საწინააღმდეგოდ იწყებს მუშაობას, ოღონდაც ახალ დამოკიდებულებად იქცევა. მასწავლებლები ამბობენ, რომ ბავშვები იმდენად გაიტაცა სპინერის ხელში ჭერამ და ტრიუკების კეთებამ, გაკვეთილებზე
გარდა ამისა, მკვეთრად იმატა ტრავმებმა, განსაკუთრებით, მძიმე, ე.წ. ხარისხიანი სპინერებისგან. სულ ცოტა ხნის წინ 11 წლის ავსტრალიელი ბიჭუნა კინაღამ უთვალოდ დარჩა, როცა მორიგი მანევრის შესრულებას ცდილობდა და ვერ დაიჭირა სპინერი, რომელიც პირდაპირ თვალში მოხვდა.
ტეხასელი კელი ჯოეკის ქალიშვილმა კი სპინერის წვრილი დეტალი ჩაყლაპა და ძლივს გადაარჩინეს.
ასევე ხშირია სპინერის სროლის ან შემთხვევითი მოხვედრის შედეგად მიღებული დაბეჟილობები და სხვა ტრავმები.
სპეციალისტები ამბობენ, რომ სპინერი არ უნდა ჰქონდეს 8 წლამდე ბავშვს, და სასურველია, თავი შეიკავონ მშობლები ძვირად ღირებული და საკმაოდ მძიმე სპინერების ყიდვისგან - ამით შეიძლება ბავშვს ტრავმის მიღების საფრთხეები გაუზარდოთ.