რატომ არ უნდა გამოფინოთ ფეისბუქზე ექოსკოპიის შედეგები ან სელფი კოცნის სცენით? მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მეხუთე წყვილი ონლაინ იცნობს ერთმანეთს, ინტერნეტურთიერთობის ეტიკეტი ჯერ კიდევ შემუშავებული არ არის.
საჯაროდ კვეხნის ან წუწუნის სურვილი ჯერ კიდევ დიდია, მაგრამ ეს კარგი იდეა ნამდვილად არ არის.
აი, რა არ უნდა გამოფინოთ სოციალურ ქსელებში:
პარტნიორის პირადი მონაცემები მისი თანხმობის გარეშე
როდესაც პირად ინფორმაციას უზიარებთ მეგობრებს (და მათ მეგობრებსაც), არა მხოლოდ ამცირებთ სიახლოვის გრძნობას, არამედ პარტნიორს უხერხულ მდგომარეობაშიც აყენებთ.
პარტნიორის კრიტიკა კამათისას
შესაძლოა, კამათის დროს დარწმუნებული იყოთ თქვენს სიმართლეში, მაგრამ პარტნიორი სიჯიუტის გამო არ აღიარებდეს ამას. და აი, გადაწყვეტთ, რომ ეს საჯარო განხილვის თემად აქციოთ ონლაინ. შეჩერდით!
ექოსკოპიის შედეგები
ეს გახლავთ "ფეისბუქზე" ორსულობის გამოცხადების ახალი მოდა. თუმცა, გინეკოლოგები გირჩევენ, მეორე ტრიმესტრს დაელოდოთ, სანამ ამის შესახებ სამყაროს განუცხადებ.
სელფი კოცნის სცენით
ეს მშვენიერია, რომ უკვე მარტო აღარ ხართ და იპოვეთ მონათესავე სული, მაგრამ ნუ იჩქარებთ, მთელ სამყაროს გაუზიაროთ, თუ როგორ ნაზად კოცნით ერთმანეთს. განაგრძეთ კითხვა