ძალიან ბევრი ქალია, ვინც ზაფხულის ცხელ ამინდებში იმშობიარა ან მალე იმშობიარებს და ჩვილის მოვლაც ძლიერ სიცხეში მოუწევს. ეს ეტაპი საკმაოდ რთულია, მითუმეტეს, ახალბედა დედებისთვის, ვისაც პირველი შვილი ეყოლა. სიცხეში ხომ ბავშვი არც უნდა ჩახურდეს და არც გაოფლილი გაცივდეს. არადა, ახალშობილის შილიფად ჩაცმას ბევრი დედა ვერ რისკავს.
ჩვილის სიცხეში მოვლის რეკომენდაციები:
ჩვილის სხეულში ნივთიერებათა ცვლა უფრო აქტიურია, ამიტომ მათ უფრო სცხელათ, ვიდრე მოზრდილებს. როცა ძალიან ჩამოცხება, ბავშვს საფენი გაუხსენით და ცოტა ხნით მოკლე მაისურში უპამპერსოდ გააჩერეთ, "გაანიავეთ". მალ-მალე შეამოწმეთ, რომ არ გაოფლიანდეს. ჩახურება და ოფლი გაციების მთავარი მიზეზია. თუ შენიშნეთ, რომ პატარა გაჭირვეულდა, მოუსვენრადაა და კანიც ნოტიო გაუხდა, საფენი გახადეთ. შიგნით კანი არ უნდა იყოს წითელი. თუ საფენის კვალი გაწითლებული აქვს და ზემოჩამოთვლილი ნიშნებიც სახეზეა, დაალევინეთ წყალი, თუნდაც მხოლოდ ძუძუზე იყოს (წყალი აფთიაქში შეიძინეთ, ონკანის წყალს ნუ მისცემთ) და გრილ ოთახში ამყოფეთ. ნუ გეშინიათ ნიავის. პატარას ორგანიზმი იმაზე უფრო გამძლეა, ვიდრე გგონიათ. ნიავი პატარას სოთბოს რეგულაციაში ეხმარება და პატარა ორგანიზმს ტემპერატურის ცვლილებას აჩვევს. (ბუნებრივია, ქარსა და გრიგალს არ ვგულისხმობთ). ნუ გეშინიათ კონდენციონერის. 18-20 გრადუსი ოთახში ბავშვისთვის სავსებით ნორმალურია. კონდენციონერის ნაკადი ბავშვისკენ არ უნდა იყოს მიმართული. თუ ნაკადს მოარიდებთ, ასეთ ოთახში ბავშვის ყოფნა დასაშვებია. რა თქმა უნდა, კონდენციონერი იდეალური არ არის ბავშვისთვის, მაგრამ ჩახუთვას და გადახურებას მაინც ჯობს. კონდენციონერი აუცილებლად გამართული უნდა იყოს, უნდა გაუსუფთავოთ ფილტრები. სასურველია, ფილტრები გამოცვალოთ. ეცადეთ დღეში რამდენიმე საათი ბავშვი პამპერსის გარეშე ამყოფოთ. ამისთვის არაერთ დედას შემდეგი გამოცდილება აქვს: ჩვეულებრივი პამპერსი მოათავსეთ წყალში. როცა კარგად გაიბერება, თავში ან ბოლოში მაკრატლით ჩაჭერით ერთი, ზედა ფენა. ამოაბრუნეთ საფენი (როგორც წინდა) და გაბერილი შიგთავსი მთლიანად გამოაცალეთ. შეუშვირეთ წყლის ნაკადს, რათა ბოლომდე გათავსუფლდეს სველი გრანულებისგან. შემდეგ გაასწორეთ (დაუბრუნეთ საწყის მდგომარეობას) და ნასერის საშუალებით შიგნით მარლა ან საფენივით დაკეცილი "პილონკა" ჩააფინეთ. ასეთი საფენი ბავშვს არ ჩაახურებს. მალ-მალე გამოუცვალეთ და დღის განმავლობაში გრილად იქნება. ბავშვს მხოლოდ ნატურალური ქსოვილის სამოსი უნდა ეცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ოფლიანობას ვერ ასცდებით. ხშირად აბანავეთ, გამოიყენეთ მწერების ნაკბენისთვის სპეციალური მალამოები, მწერებისაგან დამცავი სპეციალური ეთერ-ზეთოვანი საშუალებები.
"სამშობიაროში იმ პირობებს ვაბრალებ, რომ ისე გაიზარდა, პრაქტიკულად არ გაცივებულა"
საფენების შესახებ ეს ყველა დედამ უნდა იცოდეს - რამდენ ხანს შეიძლება ეკეთოს ბავშვს საფენი