გასწავლით, როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი აუზი, რა უნდა იცოდეთ მის ხარისხზე, ნაკლსა თუ ღირსებებზე ზაფხულში სრულყოფილად დასვენება წარმოუდგენელია ზღვისა და მზის გარეშე. ვისაც მთელი ზაფხულის განმავლობაში სანაპიროზე ნებივრობის საშუალება არა აქვს და არც იმის, რომ სახლში დიდი აუზი ჰქონდეს, გამოსავალს გასაბერ ან ასაწყობ აუზებში ხედავს. ასეთ აუზებს მთელ მსოფლიოში იყენებენ, განსაკუთრებით, ბავშვიანი ოჯახები. საბედნიეროდ, ზრდასრულ ადამიანებსაც აქვთ ამგვარ აუზებში გაგრილების საშუალება, ამიტომ ზაფხულობით ამ ნივთზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. გასწავლით, როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი აუზი, რა უნდა იცოდეთ მის ხარისხზე, ნაკლსა თუ ღირსებებზე.
ხარისხიანი გასაბერი აუზები პოლივინილქლორიდის 3 ფენისგან შედგება. ეს მასალა განსაკუთრებით გამძლეა. განსაკუთრებით დიდი ზომის აუზებს დამატებით პოილიესტერის ბადით აძლიერებენ. გასაბერი აუზები სხვადასხვა ფორმისაა, თუმცა მრგვალი უფრო ამართლებს, რადგან ამ ფორმის კედლებზე წყლის ზეწოლა გაცილებით დაბალანსებულია, ადგილსაც ნაკლებს იკავებს.
გასაბერი აუზების ზომები:
აუზი, რომლის სიმაღლე 20 სმ-ს არ აღემატება, 1,5 წლის ასაკის ბავშვისთვის გამოდგება;
500 სმ სიმაღლის მქონე აუზში 1,5-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვი თავსდება;
თუ აუზის სიმაღლე 70 სმ-ს არ აჭარბებს, 7 წლამდე ასაკის ბავშვისთვისაა განკუთვნილი;