რითია საშიში მზესუმზირა ბავშვის ძირითად კვებას შორის უნდა არსებობდეს შუალედი, რომლის დროსაც ბავშვი სასარგებლო პროდუქტს ზედმეტი ძალდატანების გარეშე შეჭამს. ასეთად შეიძლება მზესუმზირა მივიჩნიოთ. იგი მდიდარია მცენარეული ცილით, ამინომჟავებითა და მიკროელემენტებით; აგრეთვე ა, ე ბ და კ ჯგუფის ვიტამინებით.
დამტკიცებულია, რომ მზესუმზირაში რძის პროდუქტებზე არანაკლები კალციუმია. მაგნიუმი კი, რომელიც სასარგებლოა ბავშვის გულისა და ნერვული სისტემისთვისაა სასარგებლო, 6-ჯერ მეტია, ვიდრე ჭვავის პურში.
მზესუმზირა მდიდარია კალიუმით, ფოსფორით, იოდით, რკინით და ნატრიუმით. ისინი კი აუმჯობესებენ ბავშვის ჰემოგლობინს, ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას, მეხსიერებას და ეხმარებიან, რომ ბავშვი მეტად ყურადღებიანი და დაკვირვებული იყოს.
მზესუმზირა საკმად კალორიული პროდუქტია. 100 გრამი უკანო პროდუქტი 550-600 კალორიას შეიცავს.
რითია საშიში მზესუმზირა
სასურველია, რომ ბავშვს არ აჭამოთ მარილიანი ან ტკბილი მზესუმზირა. აგრეთვე, ზედმეტად მოხალული სასარგებლო თვისებებს კარგავს. მზესუმზირა უჯრედისითაა მდიდარი. მართალია, იგი აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას, მაგრამ დიდი რაოდენობით ჭამის შემდეგ ბავშვს შეიძლება მუცლის ტკივილი დაეწყოს. თანაც, მან შეიძლება პატარას მადა დაუქვეითოს.
როგორი მზესუმზირა უნდა აჭამოთ ბავშვს
იდეალურია, ახალმოკრეფილი და უმი სახით, თუმცა ასეთი მზესუმზირის შოვნა რთულია. ამიტომ ოდნავ მოხალული შეარჩიეთ, უკეთესია თუ მოსახალს შეიძენთ და თავად მოხალავთ. ის უნდა შეინახოთ მშრალ, გრილ ადგილას. მზესუმზირა სასარგებლო წასახემსებელია სეირნობის დროს - მხოლოდ, თუ ძირს არ ყრით ნარჩენებს.
დაბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, ასწავლეთ ბავშვს მზესუმზირის დარჩევა თითებით და არა კბილებით.