რამდენი ხორცი და თევზი ჰყოფნის ბავშვს დღეში - ასაკისა და დოზის მითითებით
რამდენი ხორცი და თევზი ჰყოფნის ბავშვს დღეში - ასაკისა და დოზის მითითებით
ბავშვთა კვება უნდა იყოს მაქსიმალურად მრავალგვარი და სრულფასოვანი. არ ღირს მარტოოდენ ფაფითა და ხილით ბავშვთა კვება, მაგრამ საჭიროა ვიცოდეთ ხორცის სწორად მოხმარება. ხორცეულით კვებაზეა დამოკიდებული ბავშვის ჯანმრთელობა და გუნება-განწყობა.1წლის ბავშვი უკვე უნდა იცნობდეს ბოსტნეულს, ფაფეულს, ცომეულს და რაღა თქმა უნდა, ხორცეულსა და თევზეულს.
ერთი წლის ბავშვებისათვის კერძების მოსამზადებლად უმჯობესია გამოვიყენოთ დიეტური ხორცი.
საუკეთესო ხორცის ასორტიმენტი ბავშვებისათვის:
  • საქონლის
  • ხბოს
  • ქათმის
  • წიწილის
  • ინდაურის
  • კურდღლის
არანაკლებ სასარგებლოა ცილოვანი პროდუქტები, მაგალითად ზღვის თევზი, რომლის მზარდი ორგანიზმიც გაჯერებულია ცილებით,ცხიმებით,მაგნიუმით,კალიუმითა და ფოსფორით.
მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ თევზი ძალიან ალერგიული პროდუქტია, ამის გამო მისი შეტანა ბავშვთა რაციონში საჭიროებს დიდ სიფრთხილეს.

საჭიროა შევაფასოთ ბავშვის რეაქცია ახალ პროდუქტზე რაციონში შეტანისას.

ბავშვისთვის ხორცი და თევზი მაქსიმალურად სანდო მაღაზიაში შეიძინეთ. ხორცი ახალიც უნდა იყოს და სწორად იყოს შენახული. ნუ მისცემთ გაყინულ ხორცს. თუ ტავად ახალი თევზი იყიდეთ და გაყინეთ, ეს შესაძლებელია, მაგრამ მარაზიაშივე გაყინული სახით ნაყიდი ხორცი ნამდვილად არ არის სასურველი ბავშვისთვის.

რა რაოდენობით უნდა იყოს ხორცი ბავშვის რაციონში 1წლის ასაკიდან?
თუ ბავშვის საჭმლისმომნელებელი სისტემა კარგად ინელებს ხორცს, ულუფა 12 თვისათვის შეადგენს დაახლოებით 50-70 გრამს დღეში. ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვმა არ განიცადოს ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი, რომელსაც შეიცავს
ასევე დაგაინტერესებთ
ხორცი.

რა რაოდენობით უნდა იყოს თევზი ბავშვის რაციონში 1 წლის ასაკიდან?
ამ ასაკისათვის რეკომენდირებული დღიური ულუფა შეადგენს 50 გრამს. 12 თვემდე არ არის რეკომენდირებული ერთ დღეს ხორცეულისა და თევზეულის მიღება. მხოლოდ უმცირესი ნაწილი შესაძლებელია მივცეთ ბავშვს თევზისა და ხორცისა ერთ დღეში, მაგრამ ასეთ შემთხვევაში უკეთესია დაყოფა კვების პერიოდის, ჩანიშვნა თევზეულის მიღების დრისა და რამდენიმე საათის შემდეგ მიცემა ხორცეულისა.
იხილეთ ჩვილის დამატებითი კვების ცხრილი
10501
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები
```