დერმატოლოგები გვირჩევენ გავთავისუფლდეთ ამ მავნე 10 ჩვევისგან შხაპი ყოველდღიური პროცედურაა. უმრავლესობა ვერც კი ხვდება რა შეცდომებს უშვებს შხაპის მიღების დროს, დერმატოლოგები გვირჩევენ გავთავისუფლდეთ ამ მავნე 10 ჩვევისგან, რათა ჯანმრთელობა შევუნარჩუნით ჩვენს თმასა და კანს.
1. უარი სკრაბზე
ბაქტერიების გამრავლებისგან თავი რომ დაიცვათ, ფეხების დაბანის დროს რეგულარულად გამოიყენეთ ჯაგრისი, სკრაბი, სახეხი. დაბანის შემდეგ კარგად შეიმშრალეთ ფეხები, თითები. წინააღმდეგ შემთხვევაში სოკოვანი დაავადების სერიოზული რისკი გაქვთ, მითუმეტეს, თუ ამას ხელოვნურ მასალისგან დამზადებულ ფეხსაცმელსაც დაუმატებთ.
2. ღრუბელის სააბაზანოში დატოვება
ნესტი არ აძლევს კარგად გაშრობის საშუალებას. ჩნდება ობი და ბაქტერიები. მასზე რჩება კანის მკვდარი უჯრედები. ბანაობის შემდეგ კარგად გარეცხეთ ღრუბელი და კარგადაც გააშრეთ.
3. პირსახოცით ტანის უხეშად გამშრალება
შხაპის შემდეგ კანი მოდუნებულია, უხეში გაწმენდით ჭიმავთ მას. ნაზად შეიმშრალეთ წყალი ტანზე.
4. თავის ყოველდღიური დაბანა
მავნებელია. განსაკუთრებით, თხელი თმის მფლობელებისთვის. თანაც, შამპუნით.
5. დამატენიანებლის დავიწყება
ზოგჯერ, ბანაობის შემდეგ წამოწოლა გვინდება. თუმცა, სასურველია, ნამიან კანზე წავისვათ დამატენიანებელი.
6. შხაპი ვარჯიშის შემდეგ
აუცილებელია! ეს მხოლოდ ჰიგიენური პროვედურა კი არაა, არამედ დაგიცავთ მავნე ბაქტერიებით გამოწვეული ანთებებისა და მუწუკების წარმოქმნისგან.
7. ხანგრძლივი შხაპი
10-15 წუთი სავსებით საკმარისია. აბაზანაში გატარებული ზედმეტი დრო კანს აზიანებს, მავნებელია ჯანმრთელობისთვის.
8. კონდიციონერი თმაზე
ჯერ წაისვით თმის ბოლოებზე, კარგად "გაირეცხეთ" თმა და შემდეგ წაისვით თმის ძირებზე.
9. ცივი წყლის გადავლება
შხაპის მიღების შემდეგ 30 წუთით გადაივლეთ გრილი წყალი. ეს იმუნიტეტისთვისაც კარგია, კანისთვისა და სტრესსაც მოგაშორებთ, განწყობას გაგიუმჯობესებთ.
10. თმის პირსახოცში გამოხვევა
მავნებელია თმისთვის. მსუბუქად შეიმშრალეთ სისველე და თმას ბუნებრივად გაშრობის საშუალება მიეცით.
წაიკითხეთ ასევე:
6 შეცდომა, რომელსაც კბილების ხეხვის დროს ვუშვებთ
6 შეცდომა, რომელსაც ფეხების პარსვისას ვუშვებთ