სიმინდის მარცვალი კი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სიმინდი ფაფის სახით ბავშვის რაციონში თითქმის ჩვილობის პეროდიდან იწყება, როცა დამატებით კვებაზე გადაგყავთ. სიმინდის მარცვალი კი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
ორ წლამდე ბავშვისთვის სიმინდის ჭამა არ შეიძლება. რადგან იგი მძიმე მოსანელებელია ბავშვის კუჭისთვის. განსაკუთრებით საზიანოა მისი აპკი, რომელიც მარცვალზეა შემოხვეული.
დაუზიანებთ თუ არა ბავშვს საჭმლის მომნელებელ სისტენას თუ ორ წლამდე აჭმევთ სიმინდს - დიახ! მართალია, სიმინდი სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ ამ ასაკში ბავშვი სასარგებლო ნივთიერებებს სხვა პროდუქტებიდანაც იღებს. სიმინდი შეუცვლელი არაა.
თუ თქვენი პატარა უკვე გახდა 2 წლის და გსურთ, სიმინდი გაასინჯოთ, გაითვალისწინეთ შემდეგი პირობები. სიმინდი კარგად უნდა იყოს მოხარშული. მარცვლები დანით ჩამოაჭერით, ისე, რომ არ გამოჰყვეს "კუდი".
ტაროიანი სიმინდი ბავშვს შეგიძლიათ სამი წლის შემდეგ აჭამოთ. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ სიმინდი უნდა იყოს ჭყინტი და შინ მოხარშული. არავითარ შემთხვევაში არ აჭამოთ ბავშვს შემთხვევით ადგილზე ნაყიდი.
შეიძლება შეგვედაოთ, რომ მასში სასარგებლო ნივთიერებებია. მართალია, მაგრამ რთულად გადასამუშავებელი. ამიტომ, თუ გსურთ, ბავშვს სიმინდი აჭამოთ, მხოლოდ რბილი ნაწილები შეურჩიეთ.
გახსოვდეთ, რომ სიმინდის მოსაყვანად უამრავი შხამ-ქიმიკატი გამოიყენება. ნუ აჭმევთ ბავშვს არასეზონურს, ნაადრევად მოყვანილს და საეჭვო წარმოების სიმინდს.
რაც შეეხება რაოდენობას, ტავიდან 2-3- სუფრის კოვზისოდენი მარცვალი გაასინჯეთ. ერთ ტაროზე მეტი კი 3 წლამდე ბავშვს დღეში ნამდვილად არ სჭირდება.
წაიკითხეთ ასევე: