პრაქტიკული რჩევები დიზაინერებისა და ფსიქოლოგებისგან ბავშვის მოლოდინი ნებისმიერი ადამიანისთვის ყველაზე ამაღელვებელი და სასიამოვნო მომენტია. არ არის გასაკვირი, რომ მშობლები იმაზეც ფიქრობენ, როგორ მოუწყონ სანატრელ შვილს ოთახი, რომელიც უნდა იყოს ძალიან ლამაზი, კომფორტული და რაც მთავარია, მოსახერხებელი.
ახალშობილის საწოლი პირველ რიგში უსაფრთხო უნდა იყოს, მისთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა ვიზუალურ მხარეს.
საბავშვო ავეჯი აუცილებლად ნატურალური მასალისგან უნდა იყოს დამზადებული. ავეჯის კუთხეები მომრგვალებული უნდა იყოს, ბავშვის უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
ბავშვის ოთახი აუცილებლად ნათელი, მშრალი და თბილი უნდა იყოს. თუ იატაკზე ხალიჩის დაგებას აპირებთ, ეცადეთ ისიც ნატურალური მასალის შეარჩიოთ, ანტიალერგიული. ხელოვნური მასალის გამოყენებას არ გირჩევთ, ის ბევრ მტვერს აგროვებს, რაც შესაძლოა ალერგიის გამომწვევი აღმოჩნდეს. გაითვალისწინეთ ის გარემოებაც, რომ იატაკი არ უნდა იყოს ძალიან სრიალა.
ეცადეთ, რომ ბავშვის საწოლი ფანჯრისგან მოშორებით მოათავსოთ, რათა თავი აარიდოთ ორპირს. განაგრძეთ კითხვა